დრიუ ბერიმორიბრიტნი სპირსს არა მხოლოდ ამხნევებს, არამედ თვლის, რომ მისი ცხოვრება პოპ ვარსკვლავის განვლილ გზას ძალიან ჰგავს. მსახიობი საკუთარი წარსულისა და ორი ვარსკვლავის საერთო ბედის შესახებ The Howard Stern Show-ში ვიზიტისას ალაპარაკდა.
ბრიტნის მსგავსად, ბერიმორმა პოპულარობას გემო ადრეულ ასაკში გაუსინჯა. Hollywood-ელი მსახიობი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1982 წელს, სტივენ სპილბერგის ცნობილი ფილმიდან - E.T. the Extra-Terrestrial გაიცნო.
მაშინ ბერიმორი სულ რაღაც 7 წლის გახლდათ. მოულოდნელმა წარმატებამ, ელიტარულ წრეებში გამართულ წვეულებებზე სიარულმა და ბავშვისთვის შეუფერებელმა გარემომ, მსახიობი 13 წლის ასაკში ფსიქიატრიულ კლინიკაში მოახვედრა.
ძალიან ბევრი ადამიანის მესმის! საზოგადოება თვლის, რომ ჩვენ პრივილეგირებული გოგოები ვართ და ეს ყველაფერი საკუთარ თავს ძალით დავმართეთ... ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს გრძნობები.
დრიუს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების გადაწყვეტილება დედამისმა - ჯეიდ ბერიმორმა მიიღო. მსახიობი ამბობს, რომ დღეს დედას ყველაფერი აპატია.
ალბათ ის თვლიდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაშინ სრულიად უკონტროლო ვიყავი და ახლა მესმის მისი.
სპირსისგან განსხვავებით, ბერიმორმა საკუთარი დემონების დამარცხება მოახერხა და კინო კარიერას დაუბრუნდა. ის წლებია არ მოიხმარს ალკოჰოლს და დღეს 2 შვილის დედაა, თუმცა თვლის, რომ მის მსგავსად, ბრიტნიც ადრეულ ასაკში მიღწეულ წარმატებას და პოპულარობას შეეწირა.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…