პოპ ლეგენდის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ერთი შეხედვით ექსცენტრიული და სკანდალური ბრიტნი სპირსის კარიერისა, თუ პირადი ცხოვრების დეტალები ყოველთვის სააშკარაოზე იყო გამოტანილი, მაგრამ New York Times-ის ახალი დოკუმენტური ფილმის გამოსვლა საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ბიოგრაფიული ფილმი მომღერლის კარიერის გამორჩეულ, თუ რთულ მომენტებს, მისი მენტალური პრობლემების პერიოდს და მამასთან ურთიერთობას მოიცავს.
ბრიტნი სპირსი მამასთან - ჯეიმი სპირსთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ პოპ სენსაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში, 100 მილიონი გაყიდული ალბომით, ყველაზე წარმატებულ არტისტებს შორის დღემდე მოწინავე პოზიციებს იკავებს, ბრიტნის საკუთარ ცხოვრებაზე, შვილებზე, თუ საბანკო ანგარიშებზე 100%-იანი კონტროლი არასდროს ჰქონია.
ბრიტნი 2007 წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა
2008 წელს მომღერლის მამა - ჯეიმი სპირსი ადვოკატთან, ენდრიუ უოლეტთან ერთად ბრიტნის ქონების თანა-განმკარგავი გახდა. 2018 წელს უოლეტი თანამდებობიდან გადადგა, სპირსის მამა კი დღემდე შვილის ცხოვრების, თუ ფინანსების განმკარგველად რჩება. ამ ფაქტმა პოპ მუსიკოსის თაყვანისმცემლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მოგვიანებით სოციალურ მედიაში მოძრაობა Free Britney Spears ჩამოაყალიბა.
ბრიტნი შვილებზე მეურვეობის დასაბრუნებლად დღემდე იბრძვის
Baby one more time- ის მომღერალმა საკუთარი ქონების განკარგვაზე უფლებების დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა, მაგრამ ლოს ანჟელესის სასამართლომ ბრიტნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მამამისის უფლებები 2021 წლის სექტემბრამდე გააგრძელა. ჯეიმი სპირსი დეკემბერში CNN-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ქალიშვილი თვეებია არ ელაპარაკება.
მე მიყვარს ჩემი ქალიშვილი. როდესაც ოჯახის წევრს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ძალები უნდა მოიკრიბო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი დაიცვა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი…
Framing Britney Spears-ის პრემიერა 5 თებერვალს FX-ზე შედგება, მანამდე კი თრეილერს გთავაზობთ.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…