დემი ლოვატოს ახალი მუსიკალური ვიდეო მისი ცხოვრების ვიდეო ყველაზე პირადულ და ბნელ პერიოდს ეხება. 28 წლის მომღერალმა ახალი კლიპი გამოუშვა, რომელიც 2018 წელს მომხდარ მოვლენებს და ნარკოტიკული საშუალებების გადამეტებული დოზით მიღების გამო სიკვდილთან ბრძოლას ასახავს.
მუსიკალურ კლიპში ლოვატო საავადმყოფოს პალატაში წევს და სულის შემძვრელ ტექსტს მღერის. ვიდეოში მასთან პალატაში 3 ქალი შედის, რომლებიც სავარაუდოდ დემის დედა და დები არიან.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მომღერალმა ახალი მუსიკალური კრებული გამოუშვა, რომელშიც სიმღერა - Dancing with the Devil შედის. სწორედ ამ სინგლზე გადაიღეს მოკლე მუსიკალური რგოლიც, რომელიც ასევე დემის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს გააფორმებს.
ბოლო თვეების მანძილზე 28 წლის ლოვატო აქტიურად მუშაობს და ახალ მუსიკას ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ დემი თავიდან დაიბადა, ამის მიზეზი კი, მისივე თქმით, 2018 წელს გადამეტებული დოზის მიღება და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა გახლდათ. მომღერალმა გულის 3 შეტევა გადაიტანა და მხოლოდ იმის გამო გადარჩა, რომ ექიმებმა რეაგირება დროულად მოახდინეს.
განახლებული ლოვატო თაყვანისმცემლებს ყოველდღიურად აოცებს. მომღერალმა იმიჯიც რადიკალურად შეიცვალა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ტელე ეკრანებიდან, თუ სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად გვიყვება.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…