Divergent-ის ვარსკვლავი მეორე ნახევრის შესახებ ალაპარაკდა. შეილინ ვუდლიმ The Hollywood Reporter-თან აარონ როჯერსთან ნიშნობისა და მათი გასაიდუმლოებული ურთიერთობის დეტალები გაანდო.
29 წლის მსახიობმა გულის სწორი გასულ წელს, COVID 19-ის პანდემიის დროს იპოვა. Hollywood-ელი ვარსკვლავი, რომელიც პირადი ცხოვრების შესახებ ისედაც იშვიათად საუბრობს, აარონის გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა. მეტიც, წყვილის ნიშნობის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ შეიტყო.
გვინდოდა, რომ ცოტა ხანი ჩვენს ბუშტში მშვიდად გვეცხოვრა.
შეილინი ამბობს, რომ მისი და NFL-ის ვარსკვლავის ურთიერთობა სრულიად შემთხვევით და ძალიან მალე დაიწყო. მსახიობმა და ამერიკული ფეხბურთის 37 წლის ვარსკვლავმა ერთმანეთი მონრეალში გაიცნეს, სადაც ვუდლი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა.
ეს ბედისწერა იყო. ძალიან მცირე შანსი არსებობდა იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს სადმე შევხვედროდით.
შეილინმა ნიშნობის ამბავი თებერვალში - Jimmy Fallon-ს გადაცემაში სტუმრობისას დაადასტურა. წყვილი გაცნობიდან მალევე ერთად საცხოვრებლად გადავიდა. ვუდლი ამბობს, რომ სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი ურთიერთობა გაამყარა.
როდესაც პანდემიის დროს ვიღაცასთან საცხოვრებლად გადადიხარ, ნიღბები ქრება. ადამიანი ზუსტად ისეთი ხდება, როგორიც სინამდვილეშია.
საინტერესოა ისიც, რომ შეილინი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული არაა, ამიტომ აარონის კარიერას თვალს არასდროს ადევნებდა. მსახიობი ხუმრობს, რომ მისთვის როჯერსი ერთი ფეთხუმი ბიჭია, რომელსაც ტელე შოუების ყურება უყვარს.
მედისონ ბიერის და NFL-ის ვარსკვლავის, ჯასტინ ჰერბერტის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რის შესახებაც წყვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით გვამცნო. „meet my fiancé“ - ასე ასათაურებს მომღერალი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.