US Weekly-იმ ამერიკელი მსახიობის - ელიოტ პეიჯისა და მისი ცოლის - ემა პორტნერის განქორწინების ამბავი 26 იანვარს გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყვილი უკვე თვეებია ცალ-ცალკე ცხოვრობს.
ელიოტ პეიჯი ცოლთან, ემა პორტნერთან ერთად
განქორწინების შესახებ განცხადება JUNO-ს ვარსკვლავმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ მედიაში საკუთარი იდენტობის შესახებ ღიად ისაუბრა. მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ ელენ პეიჯის სახელით გაიცნო, ტრანსგენდერი მამაკაცია.
გამარჯობა მეგობრებო. მე ტანსგენდერი ვარ და მქვია ელიოტი.
წყვილი 2018 წელს დაქორწინდა. მაშინ მსახიობი ელენ პეიჯის სახელით პოზიციონირებდა. The umbrella academy-ის ვარსკვლავმა საკუთარი თავის ძიებაში წლები გაატარა. Juno-ს ეკრანებზე გამოსვლიდან მალევე, მსახიობი საკუთარი ორიენტაციის შესახებ ღიად ალაპარაკდა, თუმცა მაშინ ელენი საკუთარ თავს ლესბოსელად მოიხსენიებდა.
საკუთარ თავს დიდი ხანი ვეძებდი და როგორც იქნა ვიპოვე. ბედნიერი ვარ იქ, სადაც ახლა ვარ, მაგრამ ამავდროულად მეშინია. მეშინია კრიტიკის, ბულინგის და ძალადობის.
ელიოტ პეიჯი
მსახიობმა გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასაც მიმართა და LGBTQ თემის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა მოსთხოვა.
მედისონ ბიერის და NFL-ის ვარსკვლავის, ჯასტინ ჰერბერტის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რის შესახებაც წყვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით გვამცნო. „meet my fiancé“ - ასე ასათაურებს მომღერალი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.