სალი ის გოგოა, რომელსაც უნდა იცნობდეთ! მის გასაცნობად კი ახალგაზრდა ხელოვანის პირადი Facebook გვერდის მონახულებაც საკმარისია, სადაც სალის სამყარო ყველასთვის ხელმისაწვდომი, გადაშლილი და გამჭვირვალეა.
დღე 22
სალი ნიკოლაიშვილს 1 წლიანი პირადი დღიურის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა და მას მერე, სხვადასხვა თემატიკის ილუსტრირებულ ჩანახატებს სოციალურ ქსელში ყოველდღიურად გვიზიარებს.
დღე 32
სალის ილუსტრირებულ დღიურში თემატიკა 30 დღეში ერთხელ იცვლება, ამიტომ მის გვერდზე ერთდროულად ფერად გეიშებს, მუსლიმ ქალებს, გრაფიკულ ნოველებს, თუ სხვა გმირებს დაათვალიერებთ. ყველა მათგანს ერთი მნიშვნელოვანი რამ - სახლის თვალით აღქმული სამყაროს ხედვა აერთიანებს, რაც თითოეულ ნამუშევარში მკაფიოდ იგრძნობა.
დღე 188
გასულ წელს დღის სინათლე სალის ილუსტრაციებით გაფორმებულმა წიგნმა იხილა. წიგნის „50 ქალი საქართველოდან” საბავშვო ვერსია ანა კალანდაძეს, ელენე ახვლედიანს, მარო მაყაშვილს, ეკატერინე გაბაშვილს, თუ სხვა იმ ქალებს გაგაცნობთ, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
სალი პროფესიით არქიტექტორია. გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის შემდეგ სააგენტო Holmes & Watson-ის გუნდის წევრი გახდა, სულ ცოტა ხნის წინ კი Art დირექტორის პოზიცია WINDFOR’S TBILISI-ში დაიკავა.
პარიზში, სასტუმრო Pullman კულტურულ ღონისძიებას Pullman xChange მასპინძლობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 შემოქმედი და ინოვატორი იკრიბება, რათა სასტუმრო იდეების გაზიარების, დიალოგისა და ახალი კავშირების დამყარების ცოცხალ სივრცედ აქციოს.
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.