უკრაინელმა მომღერალმა ლიეტუველებს მოუწოდა შეკრებილიყვნენ ვილნიუსის ცენტრში და მასთან ერთად ემღერათ სიმღერა "Ой у лузі червона калина". ეს უკრაინული ხალხური სიმღერა რუსეთ-უკრაინის ომის მერე ვირუსულად მოედო მთელს სამყაროს და ამ გმირი ერის ერთგვარ ჰიმნადაც იქცა. პერფორმანსი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლისთვის ყურადღების მისაქცევად დაიგეგმა.
ელიზავეტა 21 წლის უკრაინელი მომღერალია, რომელმაც სამშობლო 2014 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ ცხოვრობს და სწავლობს ლიეტუვაში. ახალგაზრდა მომღერლის ოჯახი, დედა და ძმა დღესაც უკრაინაში იმყოფებიან და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ღირსეულად იბრძვიან. ელიზავეტას სახლი, ოკუპანტებმა პირველად 2014 წელს დაანგრიეს და არც ამ ჯერზე გადაურჩა სახლი რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.
The Diary Originals-ის სტუმარი თათა ჯაშია – ბალერინა, რომელიც სცენაზე 8 წლიდან დგას. ჩვენთან ინტერვიუში თათა გვიყვება, როგორია რეალობა სცენის ბრწყინვალების მიღმა და რისი გაღება უწევთ ბალერინებს პროფესიისთვის.
ჰოლივუდში Body Positivity-ს ერა დასრულდა, ახლა სიგამხდრის ახალი სტანდარტი „ბალეტის სხეული“ და Ozempic-ის ეპოქა პიკშია. ამ ტენდენციის საუკეთესო მაგალითი კი პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდე გახლავთ.
დღევანდელ ბიზნესგარემოში მთავარი გამოწვევა მხოლოდ გაყიდვების ზრდა ან ბაზარზე ადგილის დამკვიდრება აღარ არის. რეალური სირთულე კომპანიის შიგნით იწყება, ამ სირთულეების მოგვარებაზე კი, 5 წელია კოპანია „ინვენტერი“ ზრუნავს.