ფინეთის აცრემლებულმა პრემიერ მინისტრმა ერთ კვირიან დაუსრულებელ კრიტიკას პასუხი კიდევ ერთხელ გასცა, სანნა მარინმა კერძო წვეულებიდან გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების შესახებ საჯაროდ ისაუბრა: „მე ადამიანი ვარ“ - განაცხადა სანნამ, „ზოგჯერ მეც მჭირდება სიხარულის, სინათლისა და ბედნიერების შეგრძნება ბნელ პერიოდში“.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SDP) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქალაქ ლაჰტიში, ფინეთის სამხრეთით, სანნა მარინმა საზოგადოებას სთხოვა შეეფასებინათ მისი, როგორც ქვეყნის ლიდერის პროდუქტიულობა და არა მისი პირადი ცხოვრების და გართობის ხარისხი.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მარინმა ბოდიში მოიხადა პრემიერ მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში გადაღებული ფოტოებისთვის, რომლებზეც ასახული იყო ქვეყანაში ორი ცნობილი ინფლუენსერი, რომლებსაც კოცნის დროს შიშველ მკერდს ფინეთის აბრა უფარავდა. იმავე დღეს მარინმა განაცხადა, რომ ნარკოლოგიურ ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო. ტესტი სამი დღით ადრე, რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჟინებული მოთხოვნით ჩატარდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც მარინი თმას იშლიდა, წვეულების მონაწილის მიერ კოკაინის მინიშნება ისმოდა.
„მე არ გამომიტოვებია არც ერთი სამუშაო დღე... მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანები უფრო მეტად ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას ვაკეთებთ სამსახურში, ვიდრე რას ვაკეთებთ თავისუფალ დროს. მე ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას იმაში, რომ ვიმხიარულოთ ჩემი მეგობრების გარემოცვაში“. მარინმა აღიარა, რომ გასული კვირა მისთვის „საკმაოდ რთული“ აღმოჩნდა.
2019 წელს, 34 სანნა მარინი გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნის ლიდერი, რომელმაც მთავრობა გადაიბარა. მას შემდეგ ფინეთის პრემიერ მინისტრმა ამ წოდებას ინდივიდუალური ხიბლიც შემატა: „მინდა ყველას ვაჩვენო, რომ ამ სამუშაოს ნორმალური ადამიანები, სრულიად ნორმალური ცხოვრებით ასრულებენ“. ამ ზაფხულს, სკანდალად ქცეული ვიდეოების გამოქვეყნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, სანნამ მუსიკალურ ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გაგვიზიარა, რომელშიც ტყავის ქურთუკი, ჯინსის შორტები და მაღალყელიანი ჩექმები ამშვენებდა.
გიორგი ანწუხელიძე ქართველი ეროვნული გმირია, რომელიც 2008 წლის ომის დროს გმირულად დაიღუპა ოკუპანტების წამების შემდეგ. მისი ისტორია დღესაც რჩება ქართველების შეუპოვრობის, ბრძოლისა და თავისუფალი სულის სიმბოლოდ.
2025 წლის ყველაზე მდიდარი ქალების წარმატების გზები ერთმანეთისგან განსხვავდება — მათ უნიკალური ამბები, მიზნები და ინტერესები აქვთ. თუმცა ერთი რამ თითქმის ყველას აერთიანებს: ქონების დიდ ნაწილს ქალთა გაძლიერების საქმეში დებენ. ამ სტატიაში გაგაცნობთ 2025 წლის ათ ყველაზე მდიდარ ქალს.
გიორგი იაშვილი The Diary Originals-ის რუბრიკაში 2025 წლის მოდის კვირეულზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს, საუბრობს ტრენდებზე, ქუჩის სტილსა და ქართულ მოდაზე.