#საზოგადოება

Pullman xChange Paris: მოგზაურობა იდეების, შემოქმედებისა და შთაგონების სამყაროში

გაზიარება:

რა დგას იმ ყველაფრის მიღმა, რასაც ადამიანები ვქმნით, ვაშენებთ და ფასეულად მივიჩნევთ? საიდან იღებს სათავეს შემოქმედება და ინოვაცია? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებას დაეთმო ღონისძიება Pullman xChange, რომელიც წელს უკვე მეორედ, ამჯერად პარიზში დაბრუნდა თემით – The Source Code.

ღონისძიებამ, რომელიც 2026 წლის 24-25 ივნისს Pullman Paris Montparnasse-ში გაიმართა, ერთ სივრცეში დაახლოებით 150 მოწვეული სტუმარი გააერთიანა, მათ შორის დიზაინერები, მეწარმეები, ხელოვანები, კულტურის სფეროს ლიდერები და მოგზაურები.

Nanka Kikalia, ნანკა კიკალია, Accor xchange

 

TheDiary-ის რედაქტორი, ნანკა კიკალია Accor xchange ღონისძიებაზე, პარიზი.

Accor Group-ის სასტუმროების ბრენდი Pullman წლებია მოგზაურებს გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად კი ბრენდი სტუმარმასპინძლობის საზღვრებს სცდება და Pullman xChange-ის მეშვეობით სასტუმროებს არა მხოლოდ მოგზაურობის, არამედ შეხვედრების, დიალოგისა და იდეების გაცვლის სივრცეებად აქცევს.

Pullman xChange-ის დებიუტი 2025 წელს დუბაიში შედგა, სადაც მოწვეული სტუმრები თემის - Build What Outlasts You გარშემო გაერთიანდნენ. ახლა კი ღონისძიებამ გლობალური სახე მიიღო და პარიზში გადაინაცვლა.

წლევანდელი თემა The Source Code იმ უხილავი ფაქტორების მეტაფორაა, რომლებიც ხარისხს, ლიდერობასა და კრეატიულ პროცესებს განსაზღვრავს. ეს არის ისეთი თვისებები, როგორებიცაა წარმოსახვის უნარი, ყურადღება, სიზუსტე, ცნობისმოყვარეობა და გამბედაობა. სწორედ ეს ელემენტები ერთად ქმნიან ერთგვარ „კოდს“, რომელიც ნებისმიერი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და წარმატებული პროცესის საფუძველშია.

Pullman Paris Montparnasse-ში ორი დღის განმავლობაში გაერთიანდნენ შემოქმედები, მოაზროვნეები, მოგზაურები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათი მთავარი მიზანი კი იდეების გაზიარება, ახალი პერსპექტივების აღმოჩენა და ერთმანეთისგან შთაგონების მიღება იყო.

„Pullman xChange-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპერიმენტული სესიები იყო. მიუხედავად იმისა, რომ წილისყრით სამზარეულოს აქტივობები მერგო და, წესით, გემრიელი ფრანგული დესერტები უნდა მომემზადებინა, საბოლოოდ თავი „Hotel Bar Confession“-ში ამოვყავი. იქ კი მოულოდნელად ჩემი კომფორტის ზონის გარეთ აღმოვჩნდი: ბართან, უცხო ადამიანის წინაშე, აღსარების თქმა უნდა მეცადა. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა და აქვე გაგიმხელთ, ეს ვერ შევძელი. სესიას მწერალი Monika Jiangუძღვებოდა. ის მარტოობაზე ფილოსოფიური პრიზმიდან გვესაუბრებოდა – იმაზე, რომ ჩვენ ყოველთვის მარტო ვართ და, ამავე დროს, ყოველთვის ურთიერთობაში ვრჩებით: საკუთარ თავთან, სხვებთან, სამყაროსთან და იმასთან, რაც ამ ყველაფერზე დიდია“ – ნანკა კიკალია.

ფოტოზე ბრიტანელი ჟურნალისტი ჰამიშ კილბურნია, რომელიც საკუთარ აღსარებას გვაბარებს.

ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, მათ შორის ლიდერობის ექსპერტი Steven D'Souza, სოციო-ეკოლოგიური სტრატეგი Laura François, დიზაინერი Gianfranco Chicco, ხელოვანი Lori Baldwinდა ენტერპრენერი Frédéric Jousset.

„ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა, რომელშიც დიდი ინტერესით ჩავერთეთ, არტისტ Itchi-ს მასტერკლასი იყო. მან კოლაჟის ტექნიკით ხელოვნების ნიმუშის შექმნა გვასწავლა. საშასთან, რომელიც Itchi-ის ფსევდონიმით მუშაობს, კოლაბორაციული ნაშრომიც კი შევქმენით, რომელიც ახლა ჩემს თბილისის ბინაში, კედელზე, საპატიო ადგილს იკავებს.

ნანკა კიკალია, itchi

სწორედ ეს არის Pullman xChange-ის ფილოსოფია ის გაცნობს ადამიანებს, ქმნის სივრცეს დისკუსიისთვის და კრეატივისა ირგვლივ გაერთიანებს.

Pullman Hotels & Resorts დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ სასტუმროების ბრენდი. ის სოციალური ურთიერთობების პლატფორმად იქცა – ადგილად, სადაც მოგზაურები, შემოქმედებითი ადამიანები და თანამედროვე ხედვის პროფესიონალები ერთმანეთს ხვდებიან, იდეებს ცვლიან და ახალ გამოცდილებებს ქმნიან“, – ნანკა კიკალია.

https://houseofbeautifulbusiness.com/

Pullman xChange კოლაბორაციული პროექტია House of Beautiful Business-თან, გლობალურ პლატფორმასთან, რომლის მიზანია „ადამიანები უფრო ადამიანურები და ბიზნესი უფრო მიმზიდველი გახადოს“. Pullman-ისთვის ეს პარტნიორობა ქმნის კონცეპტუალურ ჩარჩოს, რომელშიც სასტუმრო არა მხოლოდ მოგზაურობის, არამედ შეხვედრის, დიალოგისა და იდეების გაზიარების სივრცედ გარდაიქმნება.

Pullman xChange უკვე ყალიბდება გლობალურ პლატფორმად, რომელიც დიალოგისა და განსხვავებული კულტურების შეცნობის მნიშვნელობაზე დგას. ამასთან, ეს პროექტი ერთგვარი შეხსენებაა, რომ ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა ადამიანებს შორის გაცვლილი იდეებით იწყება.

გალერეა

ზევით