„მის სამყაროს“ ტიტული და ავღანელი ქალების უფლება საკუთარ სახელზე

24 ნოემბერს, პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში, ჯენიფერ ბარეტომ „მის სამყაროს“ ტიტული მოიპოვა. იმავე კვირაში ავღანეთის ჩრდილოეთიდან სხვა ამბავი გავრცელდა. ადგილობრივი ცნობების თანახმად, ბალხის პროვინციაში თალიბანის წარმომადგენლებმა სამედიცინო დაწესებულებებს დაავალეს, პაციენტი ქალების სახელების ნაცვლად დოკუმენტებში „ბიბი“ ჩაეწერათ. მითითება ექიმის რეცეპტსაც ეხებოდა.

afghan girl miss universe 2026

ერთსა და იმავე კვირაში გავრცელებული ეს ორი ამბავი გვაფიქრებს იმაზე, თუ რა ადგილი უკავიათ ქალებს თანამედროვე საზოგადოებაში და რას მივიჩნევთ მათ წარმატებად. 

სილამაზის კონკურსების ორგანიზატორები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე, მონაწილეთა მრავალფეროვნებასა და ქალების ამბიციებზე. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მონაწილეთა ინტელექტზე, პროფესიულ მიღწევებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე. თუმცა კონკურსის ძირითადი პრინციპი თითქმის უცვლელია. მონაწილეები ჟიურის წინაშე წარდგებიან, ჟიური მათ ერთმანეთს ადარებს და ერთ გამარჯვებულს ასახელებს. 

miss universe israel miss universe israel

ქალს შეუძლია, სილამაზის კონკურსში მონაწილეობა თავად გადაწყვიტოს. ამ არჩევანის თავისუფლებას თავისი მნიშვნელობა აქვს. კითხვა ისაა, რატომ ვანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას კონკურსებს, რომლებშიც ქალებს ერთმანეთს ადარებენ და ამავდროულად მილიონობით ქალს ჯერ კიდევ არ შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს.

2021 წლის 15 აგვისტოს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თალიბანმა ავღანეთში ქალების უფლებების სისტემატური შეზღუდვა დაიწყო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, ხუთ წელიწადში თალიბანის ხელისუფლებამ გამოსცა ასზე მეტი დადგენილება, რომლებმაც ქალებსა და გოგოებს შეუზღუდა განათლების მიღების, მუშაობის, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, მართლმსაჯულებაზე წვდომისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

Afghan women

ავღანეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გოგოებს საშუალო განათლების მიღება ეკრძალებათ, ქალებს კი უნივერსიტეტებში სწავლის უფლება არ აქვთ. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2021 წლიდან საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობა 2,6 მილიონზე მეტ გოგოს წაერთვა.

სკოლის მიღმა დარჩენილი გოგოები ადრეული ქორწინების, ექსპლუატაციისა და ძალადობის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვაც მნიშვნელოვნად შესუსტდა. ბოლო დადგენილებებმა ქალებს კიდევ უფრო გაურთულა ქორწინების შეწყვეტა და სასამართლოსთვის მიმართვა

სკოლის მიღმა დარჩენილი გოგოები ადრეული ქორწინების, ექსპლუატაციისა და ძალადობის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვაც მნიშვნელოვნად შესუსტდა. ბოლო დადგენილებებმა ქალებს კიდევ უფრო გაურთულა ქორწინების შეწყვეტა და სასამართლოსთვის მიმართვა.
ფოტო: Stephanie Sinclair, აფღანეთი, 2005

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2026 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ ავღანელ ქალთა დაახლოებით ნახევარი სახლიდან თვეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გადის. თითქმის სამი მეოთხედი ამბობს, რომ თანმხლები კაცის გარეშე გარეთ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბალხიდან გავრცელებული ცნობა ოფიციალურ დოკუმენტებში ქალების სახელების შესახებ. ადამიანი საკუთარი სახელით არის აღრიცხული სასწავლებელში, სამსახურსა და სამედიცინო დაწესებულებაში. ამ სახელითვე მიმართავს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ამიტომ დოკუმენტიდან სახელის ამოღება ყოველდღიურ საქმეებსაც ეხება და იმასაც, თუ როგორ აღიარებენ ქალს ოფიციალური დაწესებულებები.

afghan women taliban

1960-იან და 1970-იან წლებში ავღანელი ქალების ცხოვრება დღევანდელისგან განსხვავდებოდა. ქაბულს ერთ დროს „ცენტრალური აზიის პარიზსაც“ უწოდებდნენ.

afghan women before taliban
ავღანელი ქალები 1970-იან წლებში, თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლამდე

ავღანეთში ცნობილი ფოტოგრაფები და საერთაშორისო მოდის ჟურნალების გუნდები ჩადიოდნენ. ისინი ადგილობრივ სამოსს, ქალაქებსა და პეიზაჟებს იღებდნენ. 1969 წლის დეკემბერში ბრიტანულმა Vogue-მა ავღანეთში გადაღებული მოდის ედითორიალი გამოაქვეყნა და მკითხველს ავღანელი დიზაინერი საფია ტარზიც გააცნო.

Afghan fashion designer Safia Tarzi in the 1960s.
ავღანელი მოდის დიზაინერი საფია ტარზი, 1969 წელი
Vogue’s August 1969 issue featured a fashion editorial photographed in Afghanistan.
Vogue-ისთვის შექმნილი ედითორიალი, 1969 წელი

ეს ფოტოები აშკარა მითითებაა იმისა, თუ რამდენად ადვილად შეიძლება დაიკარგოს თავისუფლება, რომელიც ერთ დროს დამკვიდრებული გვეგონა. ის, რომ დღეს ევროპაში თუ სხვაგან ქალს შეუძლია ისწავლოს, იმუშაოს, საკუთარი სურვილისამებრ ჩაიცვას და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, თავისთავად ვერ უზრუნველყოფს იმავე თავისუფლებას მომავალი თაობებისთვის.

Fred J. Maroon afghan woman
ფრედ მარონის ავღანეთში ჟურნალ Vogue-ისთვის შექმნილი ედითორიალი, 1968 წელი

სწორედ ამიტომ არის ფემინიზმი დღესაც საჭირო. ქალების უფლებებს მუდმივი დაცვა სჭირდება იმ საზოგადოებებშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ თანასწორობას უკვე მიაღწიეს. ფემინიზმს გენდერი არ აქვს. ქალებიც და კაცებიც ფემინისტები უნდა გახდნენ და თანასწორობისთვის ბრძოლა არასოდეს შეწყვიტონ.

ზევით