სინათლე არ უნდა ჩაქრეს: დამოუკიდებელი ონლაინმედიების საერთო კამპანია
საქართველოს 22 ონლაინმედია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ კამპანიის ირგვლივ ერთიანდება. კამპანიის ფარგლებში 21 აგვისტოს მარში და პარლამენტთან ფოტოგამოფენა გაიმართება.
ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთხელ გვაოცებს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ტურის მასტერსზე მეოთხედფინალში კარიერაში პირველად ითამაშა და მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ნიკამ მსოფლიო რეიტინგში სულ მცირე, 29-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი გამარჯვებას ნახევარფინალშიც მოიპოვებს, მისი ქულების რაოდენობა 2 000-ს გადაცდება და ქართველი ჩოგანი მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 მოუგო, ხოლო მერვედფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა.
სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა მეორე ნახევარ ფინალისტის ვინაობაც. ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (39-ე ჩოგანი) შეხვდება.