თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს
თუფაქ შაკურის მკვლელობიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ „კეფი დი“ დევისი პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ნინი ბადურაშვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას, რაც მთლიანად ოჯახური ტრადიციის დამსახურებაა. ნინის დედა – მსახიობი ეკა კახიანია, მამა – რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი, ბაბუა კი – იმედა კახიანი. 2 წლისაც არ იყო, როდესაც სიმღერა დაიწყო. შემდეგ მუსიკალური განათლება მიიღო და მოგვიანებით სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სიმღერებს თავადაც წერს, სწორედ ნინიმ დაწერე საკუთარი, უახლესი კლიპის მუსიკა, რომლის ტექსტის ავტორი გიორგი გილიგაშვილია. მუსიკალური ვიდეოს პრემიერა, თავად ნინის სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ გაიმართა.