სამყაროში, სადაც მაქსიმალიზმს ხშირად უაზრო ქაოსად აღიქვამენ, აირის აპფელმა ის ცხოვრების წესად და თვითგამოხატვის საშუალებად აქცია. ქალი, რომელმაც მოდაში, ინტერიერის დიზაინში, ხელოვნებასა და კულტურაში უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“More is more, less is a bore”
მისი კარიერა 1950 წელს დაიწყო, როდესაც ქმართან ერთად, რომელთანაც 67 წელი გაატარა, ტექსტილის კომპანია დააარსა. ცნობილია, რომ მისი კომპანია მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნის ქსოვილების რეპროდუქციებს ამზადებდა და ისეთი ცნობილი კლიენტებისთვის მუშაობდა, როგორებიც ესტე ლოდერი, გრეტა გარბო და ამერიკის პრეზიდენტები, მათ შორის დუაიტ ეიზენჰაუერი და ბილ კლინტონი არიან.
კარლ და აირის აპფელები, 70-იანი წლები
მისი სტილი ფერების, ორნამენტებისა და ტექსტურების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და ფიქრობდა, რომ განსხვავებული ჩაცმის სტილი განსხვავებულ აზროვნების წესს ნიშნავდა. აირის აპფელი ყველაფრით გამორჩეული იყო და გარშემო ადამიანებისგანაც ამავეს მოითხოვდა.
ის გამუდმებით ცდილობდა წინა პლანზე წამოეწია არა ახალგაზრდული სილამაზისა და იდეალურობის იდეა, არამედ ხასიათი და თვითგამოხატვის გაბედული ფორმები. აირისი მოდისა და დიზაინის ექსპერტთან ერთად, წარმატებული ინფლუენსერიც იყო. აპფელი მაქსიმალისტი გახლდათ როგორც სახლის დეკორისა და მოდის საკითხებში, ასევე ზოგადად, ცხოვრებაშიც. ხშირად ვერ შევხვდებით ცნობილ სახეებს, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო დიდ წარმატებას აღწევენ.
როგორც თავად ამბობდა, ადამიანებს მხოლოდ ერთი მოგზაურობა გვაქვს და ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს.
ის ამ სიტყვებს თავისივე ცხოვრებით ამტკიცებდა. 91 წლის ასაკში აირისი Dazed Magazine-ის ქავერის ყველაზე ასაკოვანი მოდელი გახდა, 94 წლის ასაკში წარადგინა გამოფენა პარიზის მოდის კვირეულზე, 97 წლისამ IMG-თან სამოდელო კონტრაქტი გააფორმა და მონაწილეობა მიიღო H&M-ის, Citroën-ისა და eBay-ის კამპანიებში. 101 წლის ასაკში კი პირველად გახდა ბიუთი კამპანიის სახე, Ciaté London-ის მაკიაჟის ხაზით. მეტიც, "ფერად ქალბატონს" ინსტაგრამზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
აირის აპფელი Ciaté London-ის კამპანიაში
დიზაინერი დრის ვან ნოტენი აირისს მოიხსენიებს, როგორც ყველაზე ცოცხალ, აქტიურ და მხიარულ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდულ ჰაერს სუნთქავდა და ახალგაზრდული აზრებით ფიქრობდა. აირისი მოურიდებლობის, მრავალფეროვნებისა და მხიარულების სიმბოლოა. ის უამრავი ახალგაზრდა, თუ ასაკოვანი ადამიანისთვის სტიმული გახდა. მისი პირადი ცხოვრება და კარიერა კი იმაზე მეტყველებს, რომ გვიანი არასდროსაა - წარმატება და აღიარება ნებისმიერ ასაკში შეგიძლია მოიპოვო.
გიორგი ანწუხელიძე ქართველი ეროვნული გმირია, რომელიც 2008 წლის ომის დროს გმირულად დაიღუპა ოკუპანტების წამების შემდეგ. მისი ისტორია დღესაც რჩება ქართველების შეუპოვრობის, ბრძოლისა და თავისუფალი სულის სიმბოლოდ.
2025 წლის ყველაზე მდიდარი ქალების წარმატების გზები ერთმანეთისგან განსხვავდება — მათ უნიკალური ამბები, მიზნები და ინტერესები აქვთ. თუმცა ერთი რამ თითქმის ყველას აერთიანებს: ქონების დიდ ნაწილს ქალთა გაძლიერების საქმეში დებენ. ამ სტატიაში გაგაცნობთ 2025 წლის ათ ყველაზე მდიდარ ქალს.
გიორგი იაშვილი The Diary Originals-ის რუბრიკაში 2025 წლის მოდის კვირეულზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს, საუბრობს ტრენდებზე, ქუჩის სტილსა და ქართულ მოდაზე.