ჰამილტონი და ფერარი: ახალი ეპოქა ფორმულა 1-ისთვის

F1-ის ვარსკვლავი ლუის ჰამილტონი პოზირებს ლეგენდარული Ferrari-ისთან

ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა Scuderia Ferrari-სთან. სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მძღოლის გადასვლა ამ ლეგენდარულ იტალიურ გუნდში მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ მთლიანად სპორტისთვის.

ჰამილტონის Ferrari-ში გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წლის სეზონის დაწყებამდე დადასტურდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და მოსალოდნელ პარტნიორობას. მოლოდინმა პიკს მიაღწია, როდესაც ჰამილტონმა Ferrari-ს სათაო ოფისში, მარანელოში, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. გუნდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჰამილტონმა თავისი დებიუტი ფიორანოს სატესტო ტრეკზე აღნიშნა, სადაც მან 30 წრე გაიარა და პირველი ნაბიჯი გადადგა Ferrari-სთან თანამშრომლობის ისტორიაში.

hamilton ferrari, ფერარი ჰამილტონი, ფორმულა 1, ბრბოლა, formula 1

დებიუტის შემდეგ ჰამილტონმა თავისი გამოცდილება ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო შეგრძნებად შეაფასა: „ფერარის მართვა ისაა, რაზეც ყველა მრბოლელი ოცნებობს".

„დიდი პატივია, ვიყო ამ ლეგენდარული გუნდის ნაწილი და ჩემი წვლილი შევიტანო მის გამორჩეულ მემკვიდრეობაში"

40 წლის სპორტსმენი ცნობილია მოდისადმი განსაკუთრებული სიყვარულით და თავადაც ფლობს ქუჩის სტილის ბრენდს +44. თუმცა, Ferrari-ში ვიზიტისას, F1-ის ვარსკვლავმა უფრო დახვეწილი სტილი აირჩია. ჰამილტონმა Ferragamo-ს მიერ შექმნილი სამნაწილიანი მუქი ლურჯი კოსტიუმი მოირგო.

ჰამილტონის ფერარიში გადასვლამ სკუდერიას ჩემპიონობისთვის ბრძოლის ახალი იმედი შესძინა. ჰამილტონის მიზანი მარტივია და ამბიციური: ფერარისთვის დიდი ხნის ნანატრი გამარჯვებების მოტანა და საკუთარი მემკვიდრეობის გამყარება, როგორც ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მრბოლელი.

ჰამილტონის დებიუტი ფიორანოს ტრეკზე მხოლოდ დასაწყისია. ფერარი 2025 წლის მანქანას 19 თებერვალს წარადგენს, რასაც 26-28 თებერვალს ბაჰრეინში წინასასეზონო ტესტები მოჰყვება. ჰამილტონი და მისი ახალი თანაგუნდელი, შარლ ლეკლერი, გაერთიანებული ძალებით იმუშავებენ მანქანის დახვეწასა და ოპტიმიზაციაზე, რათა 14-16 მარტს ავსტრალიის გრან პრის გახსნისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

Hamilton in Ferrari

ჰამილტონისა და ლეკლერის პარტნიორობა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ლეკლერმა, ფერარის ამომავალმა ვარსკვლავმა, თავი უკვე დაამტკიცა როგორც ძლიერმა და ნიჭიერმა მრბოლელმა. მათი თანამშრომლობა, რომელიც ჰამილტონის გამოცდილებასა და ლეკლერის ახალგაზრდულ ენერგიას აერთიანებს, ფერარისთვის წარმატებული სეზონის საწინდარია.

ზევით