ჰილარი კლინტონი პოლიტიკურ პოდკასტს იწყებს
ჰილარი კლინტონი და ჟურნალისტი კარა სვიშერი ახალ პოდკასტში 2026 წლის შუალედურ არჩევნებსა და ამერიკის პოლიტიკაზე ისაუბრებენ.
მსახიობი და გარემოსდამცველი აქტივისტი ლეონარდო დიკაპრიო, გალაპაგოსის კუნძულებზე ეკოლოგიური რესტავრაციის მცდელობისთვის 43$ მილიონს გამოყოფს, ეს ინიციატივა ერთ-ერთი მორიგი მცდელობაა მსახიობის მხრიდან, კლიმატის გლობალური ცვლილებების პროცესების შესაჩერებლად.

სულ რამდენიმე დღის წინ, ლეონარდო დიკაპრიომ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Re:wild წარადგინა, რომელიც მიზნად ველური ბუნების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების აღდგენას ისახავს. გალაპაგოსის ეროვნული პარკის დირეტორთან, კუნძულის ბუნების დაცვის სამსახურთან და ადგილობრივებთან თანამშრომლობით, Re:wild გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სახეობების გადარჩენას გეგმავს.

Re:wild-ის მისიებს შორის გალაპაგოსის მკვიდრი მოსახლეობის და თემების ხმების გაძლიერებაც გახლავთ
![]()
გალაპაგოსის კუნძულების პროექტისთვის, ლეონარდო დიკაპრიომ ველური ბუნების ვეტერინართან და გარემოსდაცვის სპეციალისტთან, პაულა კასტანოსთან ითანამშრომლა: "გალაპაგოსის კუნძულებზე მოგზაურობისას, ეკვადორში, პაულა კასტანო და სხვა გმირები გავიცანი, ისინი ყოველდღე, მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ დედამიწის ამ შეუცვლელი ადგილის გადასარჩენად".