#საზოგადოება

როგორ ვისწავლოთ ინგლისური სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად

გაზიარება:

წარმოიდგინეთ, რომ ახალ ქვეყანაში ხართ, სადაც ყველა უცხო ენაზე საუბრობს. ყოველდღე უსმენთ, იმეორებთ, კონტექსტიდან სწავლობთ სიტყვების მნიშვნელობას და ბოლოს, თავადაც გამართულად იწყებთ ამ ენაზე საუბარს. სწორედ ასე სწავლობენ ბავშვები მშობლიურ ენას.

მაგრამ, შესაძლებელია კი ამგვარი მიდგომით უცხო ენის ათვისება?! ბრიტანული ცენტრი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია საქართველოში ფუნქციონირებს, ამტკიცებს, რომ - კი, შესაძლებელია. მათი სწავლების მეთოდი, რომელიც ქალანის სახელითაა ცნობილი, ტრადიციული მიდგომებისგან რადიკალურად განსხვავდება და აქცენტს ბუნებრივ კომუნიკაციაზე აკეთებს.

რატომ არის ინგლისურის სწავლა ასეთი მნიშვნელოვანი?

დღეს ინგლისური ენა CV-ის ბონუსს აღარ წარმოადგენს – ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. კარიერული ზრდა, მოგზაურობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და განახლებადი ინფორმაციის მიღება – ეს ყველაფერი ინგლისურის ცოდნას უკავშირდება.

სწავლის დროს მთავარი გამოწვევა ფსიქოლოგიური ბარიერებია, რომლებიც მოტივაციას აქვეითებს და კომუნიკაციის შიშს იწვევს. ბევრს ჰგონია, რომ სანამ სრულყოფილად ისწავლის გრამატიკას, საუბარს ვერ დაიწყებს, თუმცა, რეალურად, ენის დაუფლება სწორედ საუბრის პროცესით იწყება.

ამაში ბრიტანული ცენტრი დაგეხმარებათ, რომელიც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სასწავლო ცენტრია, რომელიც ინგლისური ენის სწავლას ბუნებრივ და ეფექტურ პროცესად აქცევს.

ქალანის მეთოდი სტუდენტებს ხელს უწყობს, იფიქრონ და ისაუბრონ ინგლისურად ისე, როგორც მშობლიურ ენაზე. ტრადიციული სწავლებისგან განსხვავებით, აქ მოსწავლეები მუდმივად საუბრობენ, იმეორებენ, ინტენსიურად პასუხობენ კითხვებს და აქტიურად არიან ჩართულები გაკვეთილის პროცესში. მეთოდი ფოკუსირებულია გრამატიკისა და ყველაზე გამოყენებადი ლექსიკის სწავლაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ CEFR-ის C1 დონეს. ქალანის მეთოდი ავითარებს სწრაფი, თარგმანის გარეშე აზროვნების უნარს, რაც თავისუფალ და ბუნებრივ საუბარს უწყობს ხელს.

Callan for Business, British Centre, ბიზნეს ინგლისური, ბრიტანული ცენტრი

თუ თქვენი მიზანი კარიერული განვითარებაა, ბრიტანული ცენტრი სპეციალურ კურსს Callan for Business გთავაზობთ, რომელიც საქმიანი შეხვედრებისთვის, ოფიციალური მიმოწერისთვის და პრეზენტაციების წარმართვისთვის გამოგადგებათ. ამ კურსზე რეგისტრაციისთვის მინიმუმ B1 დონეა საჭირო.

ხოლო 5-12 წლამდე ბავშვებისთვის ცენტრი Super Minds-ის პროგრამას იყენებს, რომელიც მათ ინგლისურს სახალისო და მარტივი მეთოდით შეასწავლის.

დაიწყეთ საუბარი პირველივე დღიდან.

ხშირად, ადამიანები ინგლისურის გაკვეთილებზე წლებს ხარჯავენ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. ბრიტანულ ცენტრში კი სწავლა უშუალო კომუნიკაციით იწყება – პირველივე დღიდან დაიწყებთ საუბარს. ხოლო მათ, ვინც დროის უქონლობის გამო ფიზიკურად ვერ ესწრება გაკვეთილებს, ცენტრი ონლაინ სწავლის შესაძლებლობასაც სთავაზობს.

ზევით