დევიდ ბეკჰემმა რაინდის წოდება მიიღო
დევიდ ბეკჰემმა უინძორის სასახლეში რაინდის წოდება მიიღო სპორტსა და ქველმოქმედებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
დღევანდელ ბიზნესგარემოში მთავარი გამოწვევა მხოლოდ გაყიდვების ზრდა ან ბაზარზე ადგილის დამკვიდრება აღარ არის. რეალური სირთულე კომპანიის შიგნით იწყება, როცა მთავარი კითხვები პასუხგაუცემელია – როგორ უნდა უზრუნველყოს ბიზნესმა შიდა პროცესების გამართული მუშაობა, მონაცემების სიზუსტე და ფინანსური გამჭვირვალობა? სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს კომპანია „ინვენტერი“ – ქართული ბაზრის ერთადერთი სპეციალიზებული კომპანია, რომელიც ბიზნესებს ინვენტარიზაციის სერვისს სთავაზობს.

იცოდე, რას ფლობ სტაბილურობის საფუძველია
ინვენტარიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანი პროცესია, როგორც ბუღალტერია ან მენეჯმენტი. ის კომპანიას საშუალებას აძლევს ზუსტად იცოდეს, რა რესურსები გააჩნია, რამდენი პროდუქტია მარაგში და რა სახის ძირითად საშუალებები ფლობს იგი. ამ პროცესის მთავარი მიზანია ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული მონაცემები რეალობას შეესაბამებოდეს. როდესაც ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს მიუთითებს, რომ კომპანიის შიდა პროცესებში გარკვეული პრობლემებია.

„ინვენტარიზაცია სწორედ ამაში ეხმარება კომპანიას“, – ნიკოლოზ გურგენიძე, „ინვენტერის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
„არსებული მონაცემები მოწმდება, ბუღალტერიასთან თანხვედრაში მოჰყავს და საბოლოოდ ვადგენთ რეალურ სურათს. შედეგად, კომპანიას ვაწვდით დეტალურ ანგარიშს და ვეუბნებით, თუ სად აქვს სიჭარბე ან დეფიციტი და რა ოდენობით. ამის შემდეგ თავად წყვეტს, როგორ იმოქმედოს“. ეს პროცესი კომპანიას არა მხოლოდ სიზუსტეს, არამედ დანაკარგების პრევენციასა და ოპტიმალურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
დაფარული რისკების აღმოჩენა
დიდი თუ პატარა ბიზნესისთვის, მონაცემების მცდარი აღრიცხვა სერიოზულ უარყოფით შედეგებს იწვევს. კომპანიას შეიძლება არც კი ჰქონდეს ინფორმაცია დაკარგულ მარაგზე, დაუფიქსირებელ აქტივებზე ან დაზიანებულ პროდუქციაზე – რაც პირდაპირ აისახება ფინანსურ შედეგებზე. ნიკოლოზ გურგენიძე ბიზნესებს ურჩევს, ინვენტარიზაცია რეგულარულად ჩაატარონ – კვარტალში ერთხელ, ექვს თვეში ან მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

„რაც უფრო ხშირად ტარდება ინვენტარიზაცია, მით უფრო ადრე იკვეთება პრობლემა და კომპანიამ ყოველთვის ზუსტად იცის, სად იმყოფება ამ კონკრეტულ მომენტში“.
გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების N364, მუხლი 1, პუნქტი 6 თანახმად, ბიზნესის დაწყებისთანავე და შემდგომ ყოველწლიურად, აუცილებელია ინვენტარიზაციის ჩატარება.
ეს ნიშნავს, რომ ყველა ორგანიზაცია ვალდებულია მინიმუმ წელიწადში ერთხელ, ფინანსური ანგარიშების წარდგენამდე, ჩაატაროს სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების სრულფასოვანი ინვენტარიზაცია.
გამჭვირვალობა ნდობის საფუძველია
ობიექტურობა ინვენტარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია.
„თანამშრომელი, რომელიც თავად არის პასუხისმგებელი მარაგებზე, არ უნდა ამოწმებდეს საკუთარ თავს – ეს ინტერესთა კონფლიქტს ქმნის“, – ნიკოლოზი.
სწორედ ამიტომ „ინვენტერი“ მოქმედებს როგორც გარე, დამოუკიდებელი გუნდი, რომელიც პროცესს გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მიუკერძოებლად ახორციელებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც ყოველწლიურად აუდიტის ჩატარება ევალებათ. აუდიტორი თავად ვერ ახორციელებს ინვენტარიზაციას, მას მხოლოდ უკვე ჩატარებული პროცესის შედეგების დადასტურება შეუძლია. შესაბამისად, კომპანიამ ზუსტი და სანდო მონაცემები წინასწარ უნდა მოამზადოს, რაშიც „ინვენტერი“ ეხმარება.
კონსულტაცია – გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება
ინვენტარიზაციის უშუალო სერვისებთან ერთად, „ინვენტერის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კონსულტაციაა. კომპანია ბიზნესებს უზიარებს დაგროვილ გამოცდილებას და ეხმარება სწორი აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბებაში – როგორ აღირიცხოს მარაგები, ძირითადი საშუალებები და ნედლეული სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში, იქნება ეს წარმოება, საცალო ვაჭრობა თუ იმპორტ-ექსპორტი.

ეს ცოდნა კომპანიებს საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმონ საქმიანობა, ეფექტურად მართონ რესურსები და თავიდან აიცილონ ფინანსური რისკები.
„ჩვენი მიზანია, კომპანიას არ ჰქონდეს დანაკარგი, ფაქტობრივი მონაცემები სრულად ემთხვეოდეს დეკლარაციებს და შემცირდეს ქურდობისა თუ ზარალის რისკი. საბოლოოდ ჩვენი გუნდს კომპანიას დეტალურ ანგარიშს აწვდის, რომელიც აჩვენებს რეალურ მდგომარეობას კონკრეტულ მომენტში“.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ინვენტერი“ სანდო პარტნიორად იქცა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახლახან კომპანია გახდა სომხეთში, ერევანში, Dalan Technopark-ის ინოვაციური ბიზნეს ცენტრის პარტნიორი.
„ინვენტერი“ ერთ მიზანს ემსახურება – მაღალხარისხიანი და გამჭვირვალე ინვენტარიზაციის უზრუნველყოფას, რაც კომპანიებს ფინანსურ სტაბილურობასა და თავდაჯერებულად მოქმედების საშუალებას აძლევს.
„ბაზარზე ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც მხოლოდ ინვენტარიზაციაზეა სპეციალიზებული. ჩემს გუნდში ყველა ამ სფეროს პროფესიონალია და სერვისს ნებისმიერი კატეგორიის ბიზნესს ვთავაზობთ. ბუღალტერია, აუდიტი თუ ფინანსები ჩვენი მიმართულება არ არის – მხოლოდ ინვენტარიზაციაზე ვართ ორიენტირებული", – ნიკოლოზ გურგენიძე.