#საზოგადოება

Fuckup Nights Tbilisi - როდესაც მარცხი წარმატების წინაპირობა ხდება

გაზიარება:

28 თებერვალს, სასტუმრო Radisson Red-ში ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარების ინსპირაციული საღამო – Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ამჯერად, ღონისძიების ორგანიზატორი Bene Exclusive-ი იყო. Fuckup Nights ერთგვარი პლატფორმაა, სადაც მარცხი მხოლოდ წარსულის შეცდომად კი არა, წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯადაა აღიარებული.

Fuckup Nights მსოფლიო მოძრაობაა, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანას ერთიანებს. მისი კონცეფცია მარტივი და შთამაგონებელია: ყოველი წარმატებული ადამიანის უკან იმალება დამარცხებების ისტორია, რომლებმაც მათ გამძლეობა, გაბედულობა და შეუპოვრობა ასწავლეს. ეს ადამიანები კი სხვებს წარუმატებლობის ისტორიებს უზიარებენ.

fuckup nights, fuckup nights Tbilisi, Bene Exclusive, ლუკა ნაჭყებია

თბილისში ჩატარებულ საღამოს სამი გამორჩეული სპიკერი ჰყავდა – მსახიობი კახა კინწურაშვილი, კვების ტექნოლოგი და შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია და პიანისტი დავით ალადაშვილი, რომლებმაც თავიანთი პროფესიული მარცხების შესახებ 300-მდე სტუმრის წინაშე ისაუბრეს.

მაგალითად, კახა კინწურაშვილმა გაიხსენა თავისი პირველი სტარტაპის წარუმატებლობა, რაც იმ მომენტში მტკივნეული გამოცდილება იყო, მაგრამ საბოლოოდ ახალი იდეებისა და უფრო მასშტაბური პროექტების საფუძვლად იქცა.

fuckup nights, fuckup nights Tbilisi, Bene Exclusive, კახა კინწურაშვილი

Fuckup Nights-ის პარალელურად, ღონისძიებაზე BENE EXPERIENCE-ის პრეზენტაციაც შედგა. ეს სრულიად ახალი კონცეფციის პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს სერვისებთან ერთად, უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

fuckup nights, fuckup nights Tbilisi, Bene Exclusive, S Society

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არაფორმალური ნეთვორქინგი იყო. საღამოს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი კავშირები და გაეცვალათ იდეები.

ასე რომ, Fuckup Nights ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებას, არამედ სამომავლო შესაძლებლობების შექმნასაც. ეს საღამო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარცხი არ არის დასასრული – ის ცხოვრების ახალი თავის დასაწყისია.

fuckup nights, fuckup nights Tbilisi, Bene Exclusive

ზევით