24 საათის წინ, მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელები Facebook, Instagram და Whatsapp მთელი 6 საათით მწყობრიდან გამოვიდა, მასობრივი გათიშული საიტები კომპანიას 7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მსოფლიო მასშტაბით გათიშული Facebook-სა და მისი შეტყობინებების გაცვლის პროგრამების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ მალევე გავრცელდა არა ერთი ინფორმაცია, გამოცემები ეძებდნენ მიზეზებს, რომელსაც კომპანია ხმამაღლა არ ასახელებდა.
დასავლურმა გამოცემებმა Facebook-ის მასშტაბური კრიზისი, კომპანიის ყოფილი პროდუქტების მენეჯერის ფრენსის ჰაუგენის ბრალდებებს და „60 წუთთან“ მიცემულ ინტერვიუს დაუკავშირა, რომელშიც ფრენსისი Facebook-ს მომხმარებლების უსაფრთხოების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
„არა ერთი სოციალური პლატფორმა მინახავს და ეს ყველაზე უარესი გახლდათ. კომპანია უპირატესობას მოგებას ანიჭებს და არა უსაფრთხოებას“ - ფრენსის ჰაუგენი.
37 წლის ფრენსის ჰაუგენის მტკიცებით Facebook სოციალური ქსელის დახმარებით სიძულვილს აღვივებს, ის ზიანს აყენებს ბავშვებსა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ხშირად აყენებს კომპანიის ინტერესებს მომხმარებელთა ინტერესებზე წინ. ამ ყველაფრის ფონზე კი Facebook-ის წარმომადგენლებს რეგულაციების გამკაცრება არ სურთ.
სკანდალურ ინტერვიუში ფრენსის ჰაუგენი აცხადებს, რომ Facebook-მა 2020 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში მიზანმიმართულად გამოიყენა ალგორითმი, რომელიც დეზინფორმაციისა და საფრთხის შემცველი კონტენტის გავრცელებას უწყობდა ხელს, რაც ავტომატურად აისახებოდა პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ გატარებულ დროზე.
არჩევნების დასრულებისთანავე, მათ უსაფრთხოების სისტემა გამორთეს და კვლავ ძველ ალგორითმს დაუბრუნდნენ, ეს ჩემთვის დემოკრატიის ღალატის ტოლფასია.
ფრენსის ჰაუგენის ბრალდებებს, ჯერ კიდევ ვრცელი ინტერვიუს გავრცელებამდე, Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა უპასუხა: „უკანასკნელი წლების განმავლობაში, სოციალურმა მედიამ დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე და Facebook ხშირად არის ადგილი, სადაც დებატების უმრავლესობა მიმდინარეობს. თუმცა, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ Facebook საზოგადოების პოლარიზებას ახდენს".
მზია ამაღლობელი და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა პრაღაში გამართულ „ფორუმ 2000“-ზე საერთაშორისო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ. ჯილდო 2021 წლიდან, სამოქალაქო სიმამაცისთვის, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გაიცემა.
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულთა მხარდასაჭერად კიევში ჩავიდა. ჰარის ვიზიტი მოულოდნელი იყო და მალევე მიიქცია საერთაშორისო გამოცემების ყურადღება.
პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, პრესტიჟული Free Media Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს აღიარება მას, როგორც დამოუკიდებელი მედიის სახეს, პროფესიული საქმიანობისა და უწყვეტი ბრძოლისთვის გადაეცა.