დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის სიცილიური ქორწილი პალერმოში დაიწყო

მოდის და პოპ-კულტურის ყურადღება ახლა პალერმოსკენ არის მიმართული, სადაც დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის სამდღიანი ქორწილი მიმდინარეობს.

ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუამ და კალუმმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს და მედიის მთავარი ყურადღება სიძე-პატარძლის ჩაცმულობაზეა.

დუა ლიპა, კალუმი

დუა ლიპა საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა. კაბას ღია ზურგი და ბუმბულით გაფორმებული ქვედაბოლო აქვს, ზედა ნაწილი კი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნაქსოვი ფაქტურითაა შესრულებული. მომღერალმა ლუქი თეთრი ბუმბულიანი კლაჩითა და Bulgari-ს ოქროს სამკაულებით დაასრულა.

dua lioa wedding

კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნის პირველი საღამო Jacquemus-ს კრემისფერი კოსტიუმით დაიწყო. მისი სათვალე Jacques Marie Mage-ს ეკუთვნის. წყვილი მისასალმებელ საღამოზე ცეკვით შევიდა და უნდა ითქვას დუასა და კალუმს ერთად განსაკუთრებული ენერგია აქვთ.

dua lipa and callum turner

დუა ლიპას საქორწინო გარდერობის მიმართ ინტერესი ლონდონის ცერემონიამდეც დიდი იყო. სამოქალაქო ცერემონიისთვის მომღერალმა Schiaparelli-ს კოსტიუმი შეარჩია. ახლა მთავარი კითხვაა, რომელ მოდის სახლებს აირჩევს დუა ლიპა ქორწილის მომდევნო დღეებისთვის.

dua lipa and callum turner

ზევით