დევიდ ბეკჰემმა რაინდის წოდება მიიღო
დევიდ ბეკჰემმა უინძორის სასახლეში რაინდის წოდება მიიღო სპორტსა და ქველმოქმედებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
დროულად, სწორი ფორმით მიწოდებულ მესიჯს არა ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და რა რთულია იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომელშიც, ქვეყანაში 6 ათასზე მეტი გარდაცვლილი ადამიანის სტატისტიკას ვადევნებთ თვალს და არ გვასვენებს ფიქრი - რამდენი მათგანის გადარჩენა შეიძლებოდა მათი დროული ინფორმირებით?
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG), „ევექსი კლინიკების“ მხარდაჭერით, პრინტ კონკურსი „დაასრულე პანდემია“ გამართა. სააგენტოებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერები, რომელიც მოუწოდებდა სკეპტიკურად განწყობილ მოქალაქეებს, დროულად დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა.
ACAG-მა 3 გამარჯვებულის ვინაობა წარმოგვიდგინა, პირველი ადგილი WINDFOR's-ს ხვდა წილად, მეორე ადგილი 4MEDIA-მ დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი Inflow გახდა. კონკურსანტებმა შეძლეს და როგორც ჩვენი, ასევე სააგენტოების ყურადღება კრეატიული პოსტერებითა და ლაკონიური, თუმცა ყველასათვის გასაგები მესიჯებით მიიპყრეს.
პატარა ნაჩხვლეტი ერთი ადამიანისთვის, გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის - McCan Tbilisi
კონკურსის სხვა მონაწილეები: