რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
უდიდესი ბედნიერებაა, რომ XX და XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურას გურამ დოჩანაშვილი ჰყავდა. შემოქმედი, რომელიც პირველ რიგში იყო ადამიანი და მხოლოდ შემდეგ კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა.
ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მწერლის შემოქმედების მთავარი თემები ბოროტების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლა, თავისუფლებისკენ სწრაფვა, სიყვარული და სიკეთე იყო.
თანამედროვე ქართველ კლასიკოს მწერალს არაერთი შედევრი აქვს შექმნილი, თუმცა ყველაზე გამორჩეული, ალბათ, მაინც „სამოსელი პირველია“. ეს არის სახელმძღვანელო სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე, გულწრფელობაზე და პატიოსნებაზე, და თუ კი ჯერ არ გქონიათ მისი წაკითხვის ბედნიერება, მოემზადეთ, ვინაიდან ის მსოფლმხედველობას სრულიად შეგიცვლით.
გურამ დოჩანაშვილს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია „საბა” მიანიჭეს, თუმცა, რომ არსებობდეს, სრულიად იმსახურებს „კეთილი ადამიანის” ჯილდოს, ვინაიდან ასე მგონია, სიკეთეს და კეთილშობილებას გურამ დოჩანაშვილის სახე აქვს.