რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ და აფხაზთა კრებამ სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ფილმის ჩვენება გამართა, რომელსაც დისკუსია სახელწოდებით „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ მოჰყვა. ფილმი რუსეთის მიერ აფხაზეთში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს ასახავდა.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდით, ცნობილი გამოცემა ალჯაზირაც დაინტერესდა და აფხაზეთთიდან დევნილ ადამიანებს და მათ ისტორიებს საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.
აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგაც კი, ძმათა ომში დაზარალებულები დღემდე ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას, სულ მცირე აღიარებას მაინც. 1993 წელს ვენერა მეშველიანი იყო ერთ-ერთი იმ 300-ზე მეტ ადამიანს შორის, რომლებიც რუს ჯარისკაცებს დაახლოებით 3 კვირა მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
„არასდროს დამავიწყდება ჯარისკაცების ფეხის ხმა და სკოლის შენობის უსიამოვნო, ნესტიანი სუნი, სურნელი, რომელშიც მძევლად ვიმყოფებოდით. ყველაფერი, რასაც იქ შევესწარი და განვიცადე, იყო გენოციდი“, - ამბობს 86 წლის ვენერა მეშველიანი.
„ყოელ ღამე გვამცირებდნენ, ზედ გვივლიდნენ, ყველაზე ახალგაზრდა გოგო გაჰყავდათ და აუპატიურებდნენ... ბევრი გაუპატიურებული ახალგაზრდა გოგონა ჩემი მოსწავლე იყო. ომამდე სოფელში მათი მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი. როგორ დავივიწყო ის სისასტიკე, რომელიც მათ განიცადეს?“ - აცხადებს ვენერა.
„მეხუთე კლასიდან ერთი გოგონა იყო, რომელსაც სისხლი სდიოდა, ფეხზე ხელი მომკიდა და მკითხა, ღირდა თუ არა ცხოვრების გაგრძელება. მე ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ გაეძლო, როდესაც კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა დააბრუნეს სკოლის შენობაში გაუპატიურების შემდეგ და ისე გამოიყურებოდა, თითქოს მიღებული ტრავმისგან საღ აზრს კარგავდა“.
„გოგონა წყალს ითხოვდა, ერთი დაბალი, მაგრამ მკაცრი გარეგნობის რუსი ჯარისკაცი, რომლის სახე ახლაც მახსოვს, აძვრა ფანჯრის მინაზე ახალგაზრდა გოგონას ზემოდან, პირში ჩააშარდა და თქვა: „აი შენი წყალი“. ეს არის ის, რასაც ქართველები იმსახურებენ.“ 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს დამნაშავეები ჯერაც არ არიან გასამართლებული“.
ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მოთხრობილი ისტორიაა, შემზარავი ამბავი, რომელსაც ჰყავდა გადარჩენილი თვითმხილველი, ასეთი შემზარავი ისტორიები მრავლად იხილა და მოისმინა ქართულმა აუდიტორიამ, მაგრამ პასუხი იმ ჯოჯოხეთისთვის რაც აფხაზეთში ტრიალებდა, არავის უგია.
რუსეთის მიერ საქართველოში მოწყობილი გენოციდის აღიარების დრო დადგა! იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის!