რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო, ჩემო პარტნიორო და საუკეთესო მეგობარო. შენთან გატარებული ყოველი წუთი ღვთის საჩუქარია. მე შენ მიყვარხარ, მიშე“, - ბარაკ ობამა
დღეს ამერიკის ყოფილი პირველი ლედის იუბილეა, მას 57 წელი შეუსრულდა. მიშელს ერთგულმა მეუღლემ, ამერიკის 44-ე პრედიზიდენტმა დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით მიულოცა.
მიშელ ობამა ორი უმშვენიერესი გოგონას დედა, ამერიკის პრეზიდენტის მეუღლე და წარმატებული ქალია. ისტორიაში პირველმა აფროამერიკელმა პირველმა ლედიმ საზოგადოებაში გამოჩენისთანავე ყველას გული მოიგო. ის ჭკვიანია, კეთილია, ინტელექტუალია და მზურნველია. ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, მიშელი საკუთარ პრიორიტეტებს სახავდა, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა და განათლება გოგონებისთვის, რითაც არამხოლოდ უბრალო ხალხის, არამედ პოლიტიკური ელიტის მოწონება დაიმსახურა.
„ხშირ შემთხვევაში, ქალებისთვის ცხოვრება დღევანდელ სამყაროში ბევრად რთულია“, - მიშელ ობამა
მიშელ ობამა, ასევე წარმატებული მწერალია. 2018 წელს მან საკუთარი მოგონებების წიგნი გამოსცა სახელწოდებით Becoming, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცა - რამდენიმე კვირის განმავლობაში, წიგნის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
„ქორწინება მაშინ ყვავის, როდესაც წყვილი გუნდურად მუშაობს“, - წერს მიშელი თავის წიგნში, - „როდესაც ორთავე - ცოლიც და ქმარიც, გამარჯვებას ერთად გადაწყვეტენ, მათ წინ ვეღარაფერი დაუდგებათ“.
მიშელისა და ბარაკის 28-წლიანმა ურთიერთობამ და მისმა გულახდილობამ გამოიწვია ის, რომ ყოფილი პირველი ლედის მიმართ საზოგადოებას უფრო მეტი პატივისცემის გრძნობა გაუჩნდა. ფარდის მიღმა რა ხდება არავინ იცის, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მიშელ ობამას ცხოვრება მშვენიერია და მისაბაძი მილიონობით ქალისთვის.