ADEX COMPANY– სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურების კომპანია

2020 წელს დაფუძნებული ADEX Company მომხმარებლის თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც სარეკლამო და პოლიგრაფიულ მომსახურებას გვთავაზობს. დამფუძნებელი თემო ქობალია ჩვენთან ინტერვიუში კომპანიის მიზნებსა და სერვისებზე უფრო ზუსტად მოგვიყვება.

adex company, კომპანია ადექსი, გარე რეკლამა, პოლიგრაფიული მომსახურება

როდის და რა მიზნით შეიქმნა Adex company და რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
თემო: კომპანია Adex შეიქმნა 2020 წელს, თუმცა ის ჩემი კომპანიის, Polimax-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს დაარსდა. რებრენდინგისა და მენეჯმენტის რეორგანიზაციის შედეგად, კომპანია განახლებული ხედვით აგრძელებს საქმიანობას. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებასა და გარე რეკლამის სერვისს.

adex company, კომპანია ადექსი, გარე რეკლამა, პოლიგრაფიული მომსახურება

ჩვენი პრიორიტეტია მოქნილობა, ოპერატიულობა, door-to-door სერვისი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ხარისხი.

adex company, კომპანია ადექსი, გარე რეკლამა, პოლიგრაფიული მომსახურება

რით გამოირჩევა თქვენი სარეკლამო კომპანიის ხარისხი?
თემო: ჩვენთვის მთავარი ღირებულება მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციაა. ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდი მუდამ მზადაა, ნებისმიერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მხარში დაუდგეს მომხმარებელს. საჭიროების შემთხვევაში, ღამეების თენებაც კი არ არის ჩვენთვის პრობლემა, რადგან გვჯერა, რომ ხარისხიანი შედეგი სწორედ ასეთი თავდადებით მიიღწევა.

adex company, კომპანია ადექსი, გარე რეკლამა, პოლიგრაფიული მომსახურება

გაქვთ თუ არა განსაკუთრებული თანამშრომლობის გამოცდილება რომელიმე ორგანიზაციასთან ან პროექტთან?
თემო: ყველაზე დიდ სიამოვნებას ივენთ-კომპანიებთან თანამშრომლობა მანიჭებს – ის მომენტი, როდესაც შრომის შედეგი კარგად ჩატარებული ღონისძიების სახით ჩანს, მართლაც განსაკუთრებულია. ჩვენი ფავორიტი პარტნიორებიდან აუცილებლად გამოვყოფ The Diary-ს – ორი გუნდის პროფესიონალიზმის შერწყმით ყოველთვის 100%-იან შედეგს ვიღებთ, რაც მაღალი დონის ღონისძიებებში ჩანს კიდეც.

adex company, კომპანია ადექსი, გარე რეკლამა, პოლიგრაფიული მომსახურება

ასევე, გამოვარჩევდი ფარმაცევტულ ქსელ „იმპექსთან“, მიკრობანკ „კრისტალთან“ და ავეჯის სახლ „პანცილიონთან“ თანამშრომლობას. 

კომპანია ადექსი, adex company, იმპექსი, აფთიაქი იმპექსი

სად და როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი სერვისით სარგებლობა?
თემო: ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ Facebook-ის გვერდის საშუალებით, ასევე შემდეგი ტელეფონის ნომრებით: 599 025 270, 557 119 996. შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზეც: adexgeorgia@gmail.com.

ზევით