მზად ხართ შთაბეჭდილების მოსახდენად? მთავარი თავდაჯერებაა, თუმცა საკუთარი სტილის სრულყოფილად წარმოჩენაში, ელეგანტური, დეტალებზე ორიენტირებული სამოსის მორგება ყველაზე მეტად გვეხმარება. ამჯერად, გირჩევთ თვალი იტალიური პრემიუმ ბრენდის - TWINSET-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას გადაავლოთ, რომელიც მსუბუქ ფერთა პალიტრას, დახვეწილ სილუეტებსა და გამორჩეულ აქსესუარებს აერთიანებს.
Ready to make an entrance?
ჯანეტ ქერდიყოშვილი TWINSET-ის კამპანიაში
TWINSET 90-იან წლებში შეიქმნა და მომხმარებელს ძირითადად ნაქსოვ სამოსს სთავაზობდა. დროთა განმავლობაში იტალიურმა ბრენდმა ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქალებისა და გოგონებისთვის სამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრულ სპექტრს გვთავაზობს.
TWINSET SS 2024
დიზაინერებმა კოლექციებში მაღალი ხარისხის ქსოვილებთან ერთად, აქტიურად შემოიტანეს მაქმანები, ტილო და ფოჩებიანი დეტალები. 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაც ამ დეტალების ჭკვიანური ნაზავია.
იტალიური ბრენდის პრემიალურობა მის მარადიულ სილუეტებში იმალება.
შეუძლებელია მოდიდან გადავიდეს ტილოს კაბა, რომელიც ფემინურ სილუეტს უკვდავყოფს, ან ჩანთა, რომელიც გარკვეული სტატუსის მატარებელია.
TWINSET SS 2024
სამოსის დელიკატურად შექმნილი კონსტრუქციები, ნაქსოვი სილუეტები, ტულისა და მაქმანების სინთეზი რომანტიკულ ენას ქმნის, რომლითაც ბრენდი ყოველ ახალ კოლექციაში გვესაუბრება.
საინტერესოა TWINSET-ის სამოსის კონსტრუქციებიც, რომლებიც განსაკუთრებული სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი კრეპის შავი კაბაა, რომლის ასიმეტრიული, მაქმანებიანი სახელოებიც მოძრაობის ილუზიას ქმნის.
აღნიშვნის გარეშე ვერ დავტოვებთ TWINSET-ის ცნობილ ჩანთას, რომლის ვარიაციებსაც ბრენდი სხვადასხვა ფერსა და ქსოვილებში გვთავაზობს.
იტალიური პრემიუმ ბრენდის ქართული წარმომადგენლობა მომხმარებელს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას უკვე თბილისისა და ბათუმის მაღაზიებში სთავაზობს.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.