ტეილორ სვიფტი ალბომით THE LIFE OF A SHOWGIRL ახალ ერას იწყებს
14 გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. The Life of a Showgirl ასე ქვია ალბომს, რომელიც 12 სიმღერას შეიცავს და საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც მოიცავს.
არა ერთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ფილმში მონაწილეობის შემდეგ, მეგი ჯილენჰოლმა დიდი ნაბიჯი გადადგა და ბედს რეჟისორის ამპლუაში გამოცდის. სადებიუტო ნამუშევრისთვის მსახიობმა Netflix-ის საკაბელო არხი შეარჩია და ფილმის, სახელწოდებით The Lost Daughter-ის შესახებ უკვე ჩვენთვის არა ერთი ინფორმაციაა ცნობილი.
The Lost Daughter ელენა ფერანტეს 2006 წელს გამოშვებული ნოველის კინოადაპტაცია გახლავთ და დედისა და ქალიშვილის კომპლექსური ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. მეგი ჯილენჰოლმა სადებიუტო ნამუშევრისთვის, არა მხოლოდ კამერებს მიღმა გადაინაცვლა, არამედ სცენარისტის როლიც შეითავსა და კინოადაპტაცია, თავიდან ბოლომდე, სწორედ მისი ქმნილება იქნება.
ცნობილია, რომ The Lost Daughter-ში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობი ოლივია კოლმანი, დაკოტა ჯონსონი, პოლ მასკალი და პიტერ სარგარდი ინაწილებენ. ფილმის Instagram გვერდზე უკვე გამოჩნდა არა ერთი კადრი გადასაღები მოედნიდან და ჩვენც რაღაც ძალიან საინტერესოს და ამაღელვებლის მოლოდინი გვავსებს.
The Lost Daughter-ის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება სექტემბერში, დიდ ეკრანებზე კი მისი ხილვის საშუალება 17 დეკემბრიდან მოგვეცემა.