„ჯენტლმენები“ ეკრანზე სერიალის სახით ბრუნდება. გაი რიჩიმ 2019 წელს კინო გაქირავებაში ერთ-ერთი გამორჩეული კრიმინალური სურათი ჩაუშვა. ამჯერად, რეჟისორი ადასტურებს, რომ ამავე სახელწოდების სერიალში, მოქმედება ფილმის სამყაროში ხდება, თუმცა მისი გმირები ეკრანებზე არ გვხვდებიან.
სერიალი, რომლის პრემიერაც გასულ კვირას Netflix-ის სტრიმინგ პლატფორმაზე შედგა, არისტოკრატული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ედი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე ხდება, მალევე აღმოაჩენს, რომ სამკვიდროდ მხოლოდ უძველესი მამულები არ ერგო. მიწას თან მიწის ქვეშ შექმნილი მარიხუანის უზარმაზარი იმპერია მოჰყვა.
სერიალში მთავარ როლს თეო ჯეიმსი ასრულებს რომელიც „თეთრი ლოტუსის“ შემდეგ, ეკრანებს პირველად დაუბრუნდა. მას პარტნიორობას „ლაბირინთში მორბენალი“, კაია სკოდელარიო უწევს. მთავარ გმირებს ბრიტანულ კრიმინალურ სამყაროში არსებული უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველას საკუთარი დღის წესრიგი აქვს.სერიალი გაი რიჩის კლასიკურ სტილშია გადაღებული.
აბსურდული სიტუაციები, შავი იუმორი, გარიგებები, ქვე-გარიგებები, ორმაგი გარიგებები, ძალადობა, კომიკური სიტუაციები, მოსალოდნელი და მოულოდნელი სისხლიანი ორთაბრძოლები.
სერიალს ფონად თან სდევს იდუმალებით მოცული მდიდარი და ელეგანტური ამერიკელი სტენლი ჯონსტონის („ტ-თი“ იწერება) ერთი შეხედვით ამოუცნობი აქტიურობა, რომელსაც სეზონის ბოლოს ლოგიკურ ჯაჭვამდე მივყავართ.
სერიალი „ძალიან ბრიტანული“ შემადგენლობითაა დაკომპლექტებული, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად ზრდის. რეჟისორს გადაღების სტილი არ შეუცვლია, მისთვის დამახასიათებელი დროში ხტომა და კადრებზე წარწერები ყურების დროს აუცილებლად გაგახალისებთ. მათ, ვისაც 2019 წლის ფილმი უკვე ნანახი აქვს, სერიალიც აუცილებლად მოხიბლავთ.
მეორე სეზონის გადაღებაზე ჯერ არაფერი ისმის, თუმცა პირველი სეზონის ფინალი ტოვებს, როგორც მისი გაგრძელების, ისევე მისი დასრულების შესაძლებლობას. თავად რეჟისორმა კი განაცხადა, რომ მისი დიდი სურვილი იყო ჯენტლმენების სამყაროს გაშლა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგად გამოუვიდა.
თუ კი შაბათ-კვირას სახლიდან გასვლას არ აპირებთ და კრიმინალურ, პატარა სერიალს ეძებთ თავშესაქცევად, ეს რვა სერიისაგან შემდგარი, ერთი დიდი ფილმი აუცილებლად კარგად გაგატარებინებთ უქმე დღეებს.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
გიორგი ქებურიამ ლონდონის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ქართული ბენდის, Skazz-ის, მუსიკის ფონზე წარადგინა. კოლექციაში დიზაინერმა კლასიკური და თანამედროვე ესთეტიკის შერწყმით დინამიკური და გამორჩეული სამოსი შემოგვთავაზა.