„ოდისეა“ – კრისტოფერ ნოლანის ყველაზე ვარსკვლავური და მასშტაბური ფილმი
მეტ დეიმონი ოდისევსის როლში, ენ ჰეთეუეი, რობერტ პატინსონი და ვარსკვლავური შემადგენლობა – რატომ გახდა „ოდისეა“ 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა.
Game of Thrones-ის პრიქუელის, House of the Dragon-ის პირველი თიზერის ხილვა უკვე შესაძლებელია - HBO Max-მა სამყაროს ლეგენდარული სერიალის "გაგრძელება" წარუდგინა, მოემზადეთ, შესაძლოა ნოსტალგიამ შემოგიტიოთ.
"ღმერთები, მეფეები, ცეცხლი, სისხლი... ოცნებებს არ ვუქცევივართ მეფეებად - ეს დრაკონებმა შეძლეს" - ისმის თიზერის დასაწყისში მეთ სმიტის ხმა, აწ უკვე თეთრთმიანი დეიმონ ტარგარიანის
პრიქველის ისტორია ტარგარიანების დინასტიის შესახებ მოგვითხრობს და ამ გვარის ყველაზე ძლევამოსილ პერიოდს წარმოგვიდგენს, რომელიც გმირებითა და ანტაგონისტებით იქნება სავსე. რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს დინასტიის მთავარი სიმბოლო და მამოძრავებელი ძალა - დრაკონები.

თუ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, მაშინ House of the Dragon-ის დებიუტი 2022 წელს უნდა შედგეს. პრიქველის სიუჟეტი ჯორჯ მარტინის ბესტსელერად ქცეული წიგნების სერიის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ კი 2018 წელს გამოსულ Fire & Blood-ს მიჰყვება. წიგნი დეტალურად მოგვითხრობს ტარგარიანების ისტორიას, მათი ბატონობის წლების დიდებასა და ეპოქალურ დაცემას.