„The White Lotus“ ევროპაში გადადის
„The White Lotus“-ის ახალი სეზონი საფრანგეთში ვითარდება. სერიალი პარიზსა და ფრანგულ რივიერაზე გადაინაცვლებს და ფუფუნების სამყაროს ევროპულ კუთხით წარმოგვიდგენს.

საახალწლო სიმღერა? პირველი მერაია ქერის All I Want I for Christmas Is You გაგახსენდათ? ვერაფერს ვიზამთ, ამ სიმღერამ თავისი ქნა, შობისა და ახალი წლის ნამდვილ ჰიმნად იქცა! თუმცა, ის ერთადერთი საშობაო სიმღერა არ არის, აქ The Diary-ს რჩეულ, ყველაზე ლამაზ და ცნობილ მელოდიებს შემოგთავაზებთ იმისათვის, სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მეტად გაგიმძაფროთ.
The Christmas Waltz - სემი სანის საშობაო სიმღერა ფრენკ სინატრას მიერ შესრულებული, ნამდვილად ჯადოსნურ ჰანგებს აფრქვევს
White Christmas - ირვინგ ბერლინის ოსკაროსანი საშობაო სიმღერა
Happy Xmas (War Is Over) − ჯონ ლენონის და იოკო ონოს საშობაო სიმღერა, რომელიც ამავდროულად ვიეტნამის ომის საპროტესტო ჰიმნად იქცა
Have Yourself A Merry Little Christmas - შობა ლეგენდარული ფრენკ სინატრას გარეშე სრულიად წარმოუდგენელია!
Santa Baby - ამერიკელმა მომღერალმა ერტა კიტიმ ეს სიმღერ პირველად 1953 წელს შეასრულა, მას შემდგ კი მისი ბევრი ქავერ ვერსია მოვისმინეთ, მათ შორის მადონას მიერ შესრულებული
The Christmas Song - ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზმენის გრეგორი პორტერის კლასიკური საშობაო სიმღერის ქავერი
Rockin' Around the Christmas Tree - ბრენდა ლის შესრულებით HOME ALONE-იდან გემახსოვრებათ. სიმღერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღემდე 25 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული