„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
გილოცავთ! უახლოეს მომავალში სანდრა ბულოკსა და ბრედ პიტს არა ერთ, არამედ ორ ერთობლივ ფილმში ვიხილავთ. 57 წლის პიტი სანდრას ახალი რომანტიკული კომედიის - Lost City of D-ის ქასთს შეუერთდა, რომელშიც ვარსკვლავებთან ერთად ჩენინგ ტატუმიც მონაწილეობს.

The Hollywood Reporter-ის ცნობით ბულოკი ფილმში რომანების ავტორის როლს ირგებს, რომელიც ახალი წიგნის ტურნეში cover მოდელთან ერთად იმყოფება. მოდელს რაღა თქმა უნდა ჩენინგ ტატუმი ასახიერებს. ქალი თვლის, რომ თავცარიელ მამაკაცთან ერთად ტურნეში ყოფნაზე უარესი ვერაფერი დაემართებოდა, თუმცა გატაცების მცდელობა წყვილს მოულოდნელ თავგადასავალში გახვევს.

ვისი როლის შესრულება მოუწევს ბრედ პიტს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით რომ ქასთში პატი ჰარისონი და დენიელ რედკლიფიც შედიან.

რაც შეეხება სანდრა ბულოკისა და ბრედ პიტის მეორე ერთობლივ ნამუშევარს, Bullet Train ცნობილი იაპონური წიგნის - Maria Beetle-ის ეკრანიზაციაა. სცენარი რამდენიმე მკვლელობას და hitman-ის ისტორიას მოიცავს, მთავარ როლებს კი 57 წლის პიტი და 56 წლის ბულოკი ასრულებენ.