„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ - 15 დეკემბერს გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტით “ბრავო მაესტრო” გაიხსნა. კონცერტი დიდი მაესტროს, გია ყანჩელის დაბადებიდან 85 წლის თავს მიეძღვნა. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა "საქართველოს სიმფონიეტა" მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით მსოფლიო პრემიერა გამართა. გია ყანჩელის მინიატურები ორკესტრისთვის სცენაზე პირველად შესრულდა.