ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეზო გაბრიაძის ანიმაციური ფილმი Netflix-ზე მოხვდა, უკვე ბევრი გაიგებდით. წამიერი სიამაყე კი მალე შეკითხვად გადაიქცეოდა: და რატომ გვიხარია წარმოშობით ქართველი ხელოვანის ფილმის წარმატება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსული პროდუქტის სახელით მოხვდა?
რეზო გაბრიაძის ანიმაცია რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული. ფილმის ბოლოს ტიტრებიც რუსულ ენაზეა გაკეთებული. ნამუშევრის რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი, რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ლევან გაბრიაძეა.
რეზო გაბრიაძე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, მხატვარი და მწერალია. არც იმის დავიწყებაა შესაძლებელი, თუ რამდენი გენიალური სცენარია მის ანგარიშზე, მაგალითად: „მიმინო", „შერეკილები" და სხვა. თუმცა, სწორედ რეჟისორის გამორჩეულობის გამოა, რომ ანიმაციური ფილმის „რუსული ელფერით” წარმატებას „ქართველობაზე” ვერ და არ მივიწერთ.
რეზო გაბრიაძის მოთხრობებისა და მოგონებების მიხედვით შექმნილი ანიმაცია - Rezo („Знаешь, мама, где я был?“) კინოაკადემიის დაჯილდოების მოკლე სიაში მოსახვედრადაც იბრძოდა, თუმცა იქაც რუსეთის სახელით.
ფრაზა - „კულტურა და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ” ამ შემთხვევაში არარელევანტურია.
სამწუხაროა, რეზო გაბრიაძე არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც საკუთარი შემოქმედებისთვის „ფართო” ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას „მეზობელ” რუსეთში ეძებს. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველო კინო ინდუსტრიაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ აბათილებს, რომ რუსეთი მტერია, კულტურა კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური იარაღი.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.