„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
გენიალური POSE-ის მესამე სეზონი ეკრანებზე 2 მაისს გამოვა. სტივენ კანალსის დრამა, რომლის მთავარი გმირებიც ტრანსგენდერი ქალები არიან, მე-3 სეზონით დასრულდება, სერიალის შემქმნელები კი 7 განუმეორებელ სერიას გვპირდებიან.

Pose-ის პირველი სეზონი FX-ის პლატფორმაზე 2019 წელს გამოვიდა. თვალისმომჭრელი კოსტიუმებით, ენითაღუწერელი მხატვრობითა და სულისშემძვრელი ისტორიებით, სერიალმა მაყურებლის დატყვევება მალევე მოახერხა. ერთი წლის შემდეგ კი პროექტმა Netflix-ზე გადაინაცვლა და მაყურებლის წინაშე მეორე სეზონით წარსდგა.

სერიალში ისტორია 1980-იანი წლების ნიუ იორკში, შიდსის ინფექციის აფეთქების პერიოდში ვითარდება, როდესაც LGBTQIA თემის წარმომადგენლები თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ და საერთო სახლებში ცხოვრობდნენ.

სერიალის ვარსკვლავები ემჯეი როდრიგესი, ინდია მური, დომინიკ ჯექსონი, ბილი პორტერი და LGBTQIA თემის სხვა წევრები არიან. Pose პირველი სატელევიზიო პროექტია, რომლის ქასთის უმეტესი ნაწილის აფრიკელ-ამერიკელი ტრანსგენდერი ქალები არიან. ინტერნეტში უკვე გავრცელდა მე-3 სეზონის ტრეილერი, რომელიც პროექტის გულშემატკივრებს მოლოდინს კიდევ უფრო გაუმძაფრებს. ამჯერად სერიალში მოვლენები 1994 წელს ვითარდება.
Pose-ის შემქმნელებისგან უკვე ისიც ვიცით, რომ სერიალი მე-3 სეზონით დასრულდება. ამ უკანასკნელის გამოსვლა უფრო ადრე იგეგმებოდა, მაგრამ პრემიერა პანდემიის გამო გადაიდო. სეზონის პირველი 2 სერია Netflix-ზე 2 მაისს გამოვა, სეზონის შვიდივე ეპიზოდს კი 6 ივნისისთვის ვიხილავთ.