დებიუტანტების მეჯლისი: პარიზული ტრადიცია
პარიზის Le Bal des Débutantes მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბალია, სადაც ოტ კუტურში გამოწყობილები ახალგზარდა გოგონები გავლენიანი ოჯახებიდან, საზოგადოების წინაშე საკუთარ „დებიუტს“ აღნიშნავენ.

წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა კარანტინის დროს შექმნილი ფილმი? ან, არ წამოიდგინოთ და პირდაპირ Malcolm & Marie-ის გამოსვლას დაელოდეთ. ინდი ნამუშევარი, რომელშიც მხოლოდ 24 წლის ზენდაია და 36 წლის ჯონ დევიდ უოშინგტონი თამაშობენ, მთლიანად პანდემიის დროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების გათვალისწინებით შეიქმნა.

გადაღებები 2019 წლის ივნისში, კალიფორნიაში, ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაში მიმდინარეობდა.
ფილმის სრული შემადგენლობა Covid 19-ზე გაიტესტა და გადაღებების დაწყებამდე 2 კვირიანი კარანტინიც გაიარა.

რაც შეეხება Malcolm & Marie-ის შიგთავსს, ისტორია ახალგაზრდა ფილმმეიკერისა და მისი შეყვარებულის გარშემო ვითარდება. ისინი სახლში ფილმის პრემიერის შემდეგ სახლში ბრუნდებიან და კრიტიკოსების შეფასებას ელოდებიან, თუმცა საღამო განსხვავებული მიმართულებით ვითარდება და წყვილის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება.

Netflix-მა ნამუშევარი ტორონტოს საერთაშორისო კინო ფესტივალზე 30 მილიონ დოლარად შეიძინა და ისეთ დაინტერესებულ კონკურენტებს წაართვა ხელიდან, როგორებიცაა HBO და Amazon. Malcolm & Marie-ის პრემიერა 5 თებერვალს Netflix-ზე შედგება, მანამდე კი შეგიძლიათ trailer-ით ისიამოვნოთ.