ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
პარიზში მოდის კვირეულზე, 23 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით ცნობილმა მოდის სახლებმა 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები წარადგინეს. კვირეულმა ახლებურად განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ქალური სილამაზე, თანამედროვეობა, სიმამაცე და მოდა. წელს, პარიზულ კვირეულს 50 წლის იუბილე აქვს და ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს. პოდიუმი მოდის ცნობილ სახლებს დაეთმო, თუმცა 40-ამდე ახალი დიზაინერის ნამუშევრებიც ვიხილეთ, მათ შორის ქართველის, ირაკლი რუსაძის, რომელმაც საკუთარი ბრენდის Situationist მორიგი პრეზენტაცია გამართა.
CHANEL
შანელის სახლმა 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებით პარიზის Grand Palais 4 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გახსნა. კოლექცია სიმსუბუქით იყო შთაგონებული, ამიტომაც ბუმბულები და ფარფატა მოსასხამები შოუს წამყვანი ხაზი გახდა. ჩვენება ვიტორია ჩერეტიმ შავი ნაქსოვი პიჯაკისა და ქვედაბოლოს ორეულით გახსნა.
Chanel-ის ვარდისფერი ორეული ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა მოირგო.
ბრენდის კრეატიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ კოლექცია იმ ქალებს ეძღვნება, რომლებმაც საზოგადოების განსჯით სავსე მზერისგან გათავისუფლება შეძლეს, ზუსტად ისე, როგორც კოკო შანელმა მოახერხა ეს.
MIU MIU
მიუჩია პრადას ჩვენებას თაობა Z-ს ცნობილი ადამიანები წინა რიგებიდან ადევნებდნენ თვალს. მათ შორის იყვნენ ნარა სმიტი, ედისონ რეი თუ ალიქს ერლი.
ვიხილეთ ქვედაბოლოები, სპორტული ქურთუკები, რამდენიმე ფენა მეტალის ქამრები და საცურაო კოსტიუმები, რომლებსაც დიზაინერმა მაისურის როლი მიანიჭა.
პოდიუმზე კოლექციის გამორჩეული ლუქები ჰილარი სუონკიმ, უილემ დეფომ, ალექსა ჩანგმა და კარა დელევინმა წარადგინეს.
კოლექციის მზადებისას კრეატიული გუნდი მოდასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს შორის კავშირებს ეძებდა. თეთრი, ბამბის უბრალო კაბა ახალგაზრდობის სიმბოლოს განასახიერებდა.
მიუჩია პრადამ ფრანგულ ბავშვთა ბრენდთან, Petit Bateau-სთან კოლაბორაციით, ბავშვების სამოსით შთაგონებული დიზაინები პოდიუმზე სიმარტივისა და უბრალოების სიმბოლოდ გამოიყენა.
PIERRE CARDIN
პიერ კარდენი კი, პირიქით უბრალოებასა თუ სისადავეს დაუპირისპირდა. პარიზის პოდიუმი თვალშისაცემმა და ცოცხალმა ფერებმა დაიპყრო. "მომავლის ხედვა" - ასე ერქვა ფრანგული მოდის სახლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას. პოდიუმზე 50-ზე მეტი ლუქი ვიხილეთ, რომლებიც ბრენდის ავანგარდულ სულს განასახიერებდნენ. მოდელები სამგანზომილებიანი სილუეტებითა და ფუტურისტული დიზაინებით გამოჩნდნენ.
BALENCIAGA
დემნა გვასალიამ აღნიშნა, რომ ახსოვს, თუ როგორ ხატავდა მუყაოზე სამოსის ესკიზებს და "მოდის ჩვენებებს" ბებიას სამზარეულო მაგიდაზე მართავდა. "ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, ეს შოუ ხელახლა მაკავშირებს ჩემი, როგორც დიზაინერის, ხედვის საწყისებთან".
დემნას კოლექცია, როგორც ყოველთვის, ყველაფრისგან განსხვავებული იყო მოცულობითი ჟაკეტებითა და ქურთუკებით, მკვეთრი სილუეტებითა და თამამი ექსპერიმენტებით. დემნასთვის ხომ მოდა რისკისთვის განკუთვნილი ადგილია, სადაც ყველაფერი უნდა მოსინჯო, ყველა ფორმასა და ფერს სხვანაირი ხედვით მიუდგე და სიახლე შექმნა. სწორედ ამ ფილოსოფიის განსახიერება იყო პარიზის კვირეულზე წარდგენილი კოლექციაც.
SITUATIONIST
დემნას გზას აგრძელებს ქართველი დიზაინერი ირაკლი რუსაძე, რომელმაც ბრენდი Situationist-ი 2017 წელს დააფუძნა. ირაკლი მოდის სამყაროში 2016 წლიდან მოღვაწეობს. ბრენდის სახელი ფრანგული, ამავე სახელწოდების 60-იანი წლების მოძრაობიდან იღებს სათავეს. ირაკლის ბრენდის ნიშა კი, მასობრივი პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ყველაფერი ატელიეშია შექმნილი და უნიკალურია, თითოეულ სამოსს თან მკერავის ხელმოწერა ახლავს. ბრენდის პრეზენტაციაში მონაწილეობა ქართველ მოდელებთან ერთად, მსახიობმა ია სუხიტაშვილმაც მიიღო.
LOUIS VUITTON
Nicolas Ghesquière-მა ლუი ვიტონის 2025 წლის კოლექციაში საკულტო ჩანთების, მათ შორის Petite Malle-ის სხვადასხვა ვერსიები ათასზე მეტი სკივრისგან შექმნილ პოდიუმზე გააცოცხლა.
დიზაინერმა მსუბუქ და ჰაეროვან სილუეტებს მიანიჭა უპირატესობა. რამდენიმე სამოსში რენესანსით შთაგონებული დიზაინერის ხელწერაც ჩანდა. კოლექციაში ფაფუკი სახელოებით და ფუტურისტული შტრიხებით შეკერილი დიზაინები ჭარბობდა.