„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანახმად, „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გაიგზავნება. ფილმი „ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.
„მეოთხე ბრაიტონი“ ქართველი მოჭიდავის ამაღელვებელ ისტორიას გვიყვება. მთავარი გმირი - კახი ბრუკლინში ჩადის, რათა შვილის აზარტული თამაშების ვალი გადაიხადოს. ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი - ლევან თედიაშვილი ასრულებს.

„მეოთხე ბრაიტონში“ ერთ -ერთ მთავარ როლს კახი კავსაძეც ასრულებს. დამსახურებული ქართველი არტისტისთვის კინოროლი უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის - „მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე „ტრაიბეკა“ შედგა, თანაც საკმაოდ წარმატებით. ქართველი რეჟისორს ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე 3 ჯილდო მოუტანა.