დრამა, თრილერი, სათავგადასავლო, ფენტეზი, ისტორიული - ოქტომბრის თვე ყველა ჟანრის მოყვარულთა ფილმების კინოპრემიერებითაა დახუნძლული, იმით, რასაც დიდხანს ველოდით და იმით, რაც შეიძლება სრულიად მოულoდნელად აღმოვაჩინოთ.
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულები დღეებს ითვლიან, რათა ეკრანებზე 1965 წელს ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნის Dune-ს ნანატრი კინოადაპტაცია იხილონ, ტიმოთი შალამესა და ზენდაიას მონაწილეობით.
დიდი მოლოდინია ისტორიული დრამის The Last Duel-ის მიმართაც, რომელშიც მთავარ როლებს ჯოდი კომერი, მეთ დეიმონი და ადამ დრაივერი ასრულებენ. სამსახიობო შემადგენლობის ხსენებაც საკმარისია იმაში მისახვედრად, რომ წინ დიდი სიამოვნება გველის.
არ დაგავიწყდეთ არც ახალი ჯეიმს ბონდის გამოჩენა და არც ანია ტეილორ-ჯოის ახალი მისტიკური ფილმი Last Night in Soho.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.