ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე დაწერილი სიმღერა „დავთვალოთ ღიმილები“ (Let's Count The Smiles), 19 დეკემბერს პარიზში, „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე გაჟღერდება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, ენერგიული და მუსიკალური ბიჭი, ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად წარდგება.
10 წლის ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის საგზური საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ შოუ „რანინაში“ გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. 19 დეკემბერს ქართველი კონკურსანტი ევროვიზიის სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას - „დავთვალოთ ღიმილები“ შეასრულებს. ამ სიმღერას ყველაფერი აქვს: გრძნობა, ემოცია და მარტივად დასამახსოვრებელი მელოდია, იმისთვის, რომ ნიკომ მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი ნიჭიერება და მინიმალური ცეკვის ელემენტებით მთელი დარბაზიც და მაყურებელიც აიყოლიოს.
19 დეკემბერს, რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაზე, მთელი მსოფლიოდან 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია უკვე იმყოფება პარიზში. ნიკომ პირველი რეპეტიციაც გამართა და უცხოურ საიტებზე ჩატარებულ გამოკითხვებში უკვე ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიაზრება.
პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს 19 დეკემბერს ჟიური და მაყურებელი გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ ონალინ ხმის მიცემა 2 დღეში დაიწყება. 17 დეკემბერს 23:00 საათიდან საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე Junioreurovision.tv-ზე შესაძლებლობა მოგეცემათ ნიკო ქაჯაიას მოსალოდნელ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანოთ.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.