BBC One-ის კრიმინალურ დრამა McMafia-ში შესრულებული ბრწყინვალე როლისა და ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ფილმში მონაწილეობის შემდეგ, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ პროექტზე მუშაობს და გერმანული მინისერიალის სამსახიობო გუნდს უერთდება.
ტელეარხ ZDF-ის პროექტში, რომლის სახელწოდებაც „ექიმი ბალუზი“ გახლავთ, მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს. ტელესერიალი სულ 6 ეპიზოდისგან შედგება და ქართველ მსახიობს ექიმ ამინ ბალოუზის როლში ვიხილავთ, Uckermark-ის პატარა კლინიკის არაჩვეულებრივი ექიმის როლში, რომელიც უცხო ადამიანების გადარჩენითაა დაკავებული და ამავდროულად საკუთარ წარსულსა და აწმყოში გარკვევას ცდილობს.
6-სერიანი დრამის, „ექიმი ბალუზის“ პრემიერა 1-ელ აპრილს შედგა
ცოტა რამ, მერაბ ნინიძის შესახებ...
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერაბ ნინიძემ დასავლური კინემატოგრაფიის სამყაროში საკუთარი სახელი და ადგილი უკვე დაიმკვიდრა, ქართველი მსახიობის სახელთან არა ერთი პრესტიჟული კინონაწარმი და ჯილდოა დაკავშირებული. თბილისში დაბადებული 55 წლის მსახიობის დებიუტი კინოში 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში“ შედგა, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.
20-ზე მეტ ქართულ პროექტში მონაწილეობის შემდეგ, მერაბ ნინიძემ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ევროპაში გადადის საცხოვრებლად და საკუთარ სახელს სხვადასხვა ქვეყანაში იმკვიდრებს. მერაბის წარმატებულ სამსახიობო კარიერას ისიც უწყობს ხელს, რომ იგი ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულსა და ფრანგულ ენებს.
2015 წელს თბილისში გამოიცა მარიკა ბაკურაძესთან ერთად დაწერილი მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე“. ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია ოცზე მეტი წლის წინ რომ დატოვა სამშობლო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილი.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ – თამთა მელაშვილის რომანი პოლონეთში 2024 წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. ემოციურად დატვირთული ტექსტი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება და ეკრანიზაციაც მოჰყვა, მკითხველს ძლიერი შთაბეჭდილებით ტოვებს.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.