ბიოგრაფიული ფილმი მაიკლ ჯექსონის პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მზადების პროცესშია, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპის მეფის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჯექსონის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს. ფილმის, სახელწოდებით Michael-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის კი დამადვილებით ვიცით, რომ მან დიდი აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია.
ჯაფარ ჯექსონი
დოკუმენტური ფილმის, Leaving Neverland-ის რეჟისორმა დენ რიდმა The Guardian-ისთვის გაგზავნილ წერილში დასვა შეკითხვები, რომლებმაც ნამდვილი დიკუსია წამოჭრა. საქმე ის გახლავთ, რომ 2019 წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში, დენ რიდი მაიკლ ჯექსონის ბნელი მხარის ჩვენებას შეეცადა; Leaving Neverland მომღერლის სავარაუდო მსხვერპლების ჯეიმს სეიფჩაკისა და უეიდ რობსონის ისტორიას გვიამბობს, რომლებიც ფილმის მიხედვით, წლების განმავლობასი იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი მომღერლის მხრიდან.
მაიკლ ჯექსონი
Leaving Neverland-ისა და მასში მოყოლილი ისტორიების ვალიდურობა, ბოლო წლებში არა ერთხელ დააყენეს ეჭვქვეშ, თუმცა მისი რეჟისორი საკუთარი რესპოდენტების მონათხრობის დაცვას განაგრძობს და ხმამაღლა აკრიტიკებს ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც მზადების პროცესშია.
„არავინ საუბრობს ამ ფილმის გაუქმებაზე, მაგრამ ის ხომ იმ კაცს განადიდებს, რომელიც ბავშვებს აუპტიურებდა. როგორც ჩანს პრესა, მისი თაყვანისმცემლები და უფროსი თაობა, რომელიც მის სიმღერებზე გაიზარდა, მზად არიან გვერდით გადადონ ბავშვებთან მისი არაჯანსაღი ურთიერთობა და მიჰყვნენ მის მუსიკალურ კარიერას“ - განაცხადა რიდმა.
დენ რიდი, ჯეიმს სეიფჩაკი და უეიდ რობსონი
დენ რიდმა ბიოგრაფიულ ფილმზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც მიმართა: „ვეკითხები რეჟისორებს, როგორ ასახავთ ფილმში იმ მომენტს, როდესაც 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს, ბავშვი ხელში აყვანილი შეჰყავს ოთახში? მინდა ვიცოდე, რა მოხდება იქ თქვენი აზრით?“.
Michael-ის რეჟისორი ანტონი ფუკუა გახლავთ, პროდიუსერი გრაჰამ კინგი, სცენარის ავტორი კი ჯონ ლოგანი. ფილმის შემოქმედებით ჯგუფს დენ რიდის ბრალდებებზე კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებია. რაც შეეხება ჯაფარ ჯექსონს, ის მაიკლის ძმის ჯერმაინ ჯექსონის შვილია, რომელიც სიმღერითა და ცეკვით 12 წლის ასაკიდან არის შეპყრობილი.
გასულ თვეებში გაირკვა, რომ ბიოგრაფიული ფილმი 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობდა და ფოკუსირებული იქნებოდა მაიკლის ცხოვრების ყველა ასპექტის შესწავლაზე, რომელმაც ჯექსონი ადრეული პოპულარობიდან მსოფლიო წარმატებამდე მიიყვანა.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ – თამთა მელაშვილის რომანი პოლონეთში 2024 წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. ემოციურად დატვირთული ტექსტი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება და ეკრანიზაციაც მოჰყვა, მკითხველს ძლიერი შთაბეჭდილებით ტოვებს.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.