ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Call Me by Your Name-სა და Suspiria-ს შემოქმედმა, იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ ახალ რომანტიკულ დრამაზე Challengers-ზე დაიწყო მუშაობა, ერთი წლის წინ გავრცელდა, დღეისათვის კი ინტერნეტ სივრცეში ფილმის პირველი ტრეილერი უკვე ხელმისაწვდომია. ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავების ზენდაიას, ჯოშ ო'კონორისა და მაიკ ფაისტის მონაწილეობით რეჟისორმა ბრწყინვალე სამსახიობო კოლექტივი შეკრა და გუნდს კოსტიუმების ცნობილი დიზაინერი ჯონათან ანდერსონიც შემატა, გაინტერესებთ რა გამოვიდა? - ამის გასაგებად დამაინტრიგებელ ტრეილერს უნდა შეავლოთ თვალი, რომელსაც რიანას S&M დამატებით დრამატიზმს სძენს.
ფილმის სიუჟეტი პროფესიონალი ჩოგბურთელის ტაშის (ზენდანია) სამყაროში ვითარდება, რომელიც ტრავმის შედეგად დასრულებული კარიერის შემდეგ ცდილობს საკუთარი ქმარი (ფაისტი) აქციოს ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდად. ტაში აიძულებს მეუღლეს მონაწილეობა მიიღოს ტურნირ challenger-ში, რომელშიც მათი ყოფილი საუკეთესო მეგობარი და საყვარელი პატრიკიც (ო'კონორი) იღებს მონაწილეობას.
ამ ნაბიჯს კი კომპლექსურ სასიყვარულო სამკუთხედამდე მივყავართ, რომლიდანაც გამოსავალი საკმაოდ მტკივნეული და დრამატული იქნება.
Challengers-ის სცენარზე დრამატურგმა და რომანისტმა ჯასტინ კურიცკესმა იმუშავა, ფილმის პროდიუსერად კი ემი პასკალი მოგვევლინება. როგორც უკვე აღვნიშნეთ ფილმზე კოსტიუმების ცნობილმა დიზაინერმა ჯონათან ანდერსონმაც იმუშავა; ეს ლუკა გუადანინოსთვის მოდის დიზაინერთან თანამშრომლობის პირველი გამოცდილება ნამდვილად არ გახლავთ. საკმარისია გავიხსენოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Staggering Girl და Valentino-ს ნამდვილი ჩვენება, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში ფილმში მოეწყო, რომ დავრწმუნდებით, წინ საინტერესო მოდური თავგადასავალი გველის.
რაც შეეხება Challengers-ის პრემიერას, ფილმი დიდ ეკრანებზე 15 სექტემბერს გამოჩნდება, აშშ-ის ჩოგბურთის ღია ტურნირის დასრულებისთანავე.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.