ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
პარიზი არასდროს თმობს პირველობას, მაშინ როცა საქმე მოდას ეხება. მოდის დედაქალაქში მიმდინარეობს მამაკაცის მოდის კვირეული, ასევე ახლოვდება ოტ კუტიურის სეზონი, თუმცა პარიზმა გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტად მიეპყრო მსოფლიოს ყურადღება და 24 იანვრიდან ლუვრის მუზეუმი მოდისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი ოფიციალური მოდის გამოფენა, რომლის საშუალებითაც სტუმრები შეაფასებენ ხელოვნებისა და მოდის ურთიერთგავლენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოდის სახლებისა და დიზაინერების არქივებიდან მოპოვებული უნიკალური კოსტიუმები, რომლებიც შთაგონებულია ხელოვნების ნიმუშებით. Louvre Couture ამ გამოფენით ხაზს უსვამს XIX, XX და XXI საუკუნეების მოდისა და ხელოვნების ურთიერთობას.
დაახლოებით 9,000 კვადრატული მეტრის ფართობზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ 45 დიზაინერის 71 კოსტიუმი და 30 აქსესუარი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი მოდის სახლების ნამუშევრები, როგორებიცაა Chanel, Dior, Balenciaga, Louis Vuitton და სხვა.
ლუვრის მუზეუმი, რომელიც ათასობით წლის ისტორიის საგანძურის საცავად ითვლება, ამჯერად დროებით თავშესაფრად იქცევა უდიდესი მოდის სახლების ნამუშევრებისთვის, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ მულტიმედიური პრეზენტაციები და გაეცნონ დიზაინერების მუშაობის პროცესს. გამოფენის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და შეხვედრები დიზაინერებთან, რაც პროექტს კიდევ უფრო დინამიკურსა და მიმზიდველს ხდის.
Louvre Couture გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, კატალოგი და აქსესუარი, რომლებიც მთლიანად განთავსდება პირველი სართულის დეკორატიული ობიექტების განყოფილებაში. ნამუშევრები თარიღდება 1949 წლიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა სტილსა და ეპოქას, რაც მნახველებს მოდის განვითარების უნიკალურ გზას თვალნათლივ აჩვენებს.
ეს გამოფენა შთაგონების უნიკალური წყაროა, რომელიც ხაზს უსვამს მოდასა და ხელოვნებას შორის კავშირის მდგრადობას. თუ პარიზში ვიზიტს გეგმავთ, ეს უნიკალური შესაძლებლობა არ უნდა გაუშვათ ხელიდან – ეზიარეთ ჭეშმარიტ მოდას ხელოვნების გამორჩეულ გარემოში. გამოფენის მონახულება შესაძლებელი იქნება 21 ივლისამდე.