51 წლის გვენ სტეფანის ახალი ვიდეო რგოლი 2000-იანების მუსიკალურ ეპოქაში გვამოგზაურებს. მომღერალმა სიმღერა, სახელწოდებით Let me reintroduce myself, ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გამოუშვა, ხოლო კლიპმა დღის სინათლე 2 იანვარს იხილა.
ახალი ვიდეო რგოლი გვენის მუსიკალური კარიერის ჰაილაითებს აერთიანებს. ძველი კლიპებიდან სხვადასხვა კოსტუმებში გამოწყობილი სტეფანი ერთ სცენაზე ერთდროულად გვევლინება. ვიდეოს დასაწყისში მომღერალს თეთრი ტოპი და ლურჯი სპორტული შარვალი No Doubt-ის კლიპიდან - Just a girl აცვია. მოგვიანებით, თეთრ კოპლებიან კაბაში გამოწყობილი მომღერალი, ჯგუფის ცნობილ ვიდეო რგოლს - Don’t speak გვახსენებს.
ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში კი ლურჯთმიან მომღერალს ვხედავთ, რომელიც ამავე ვარცხნილობით 1998 წელს MTV VMA-ის დაჯილდოებაზე მოგვევლინა
კლიპი მხოლოდ გვენის წარსულს არ მოიცავს. მუსიკალური რგოლის შუა მონაკვეთში სტეფანი ნიშნობის ბეჭედზე მიგვანიშნებს, რომელიც მომღერალს საქმროსგან - ბლეიკ შელტონისგან ერგო. ვიდეოში ვარსკვლავი არაერთი სახის ნიღბით გვევლინება და ხელის სადეზინფექციო საშუალებასაც მოიხმარს.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.