ისტორია, რომელსაც კვარას ბურთი წერს
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
25 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის Titanic მთავარმა გმირებმა, ჯეკმა და როუზმა გემბანის წვერზე ხელები გაშალეს. კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა და სიყვარულიც ზუსტად ამდენივე წელს ითვლის.
ამ წლების განმავლობაში ჰოლივუდის მსახიობები ერთმანეთის კარიერულ წარმატებას ყოველთვის საჯაროდ აღნიშნავენ. არც კეიტ უინსლეტის ახალი ფილმი "Lee" იყო გამონაკლისი, რომელიც ამერიკელი მოდელისა და ფოტოგრაფის, ლი მილერის გასაოცარ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ფილმის ჩვენება ახლახან ლოს-ანჯელესში გაიმართა. ფილმის დაწყებამდე სცენაზე ლეონარდო დიკაპრიო ავიდა და კეიტ უინსლეტს იქიდან მიმართა. ლეონარდომ კეიტს თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი უწოდა.
ვაგრძელებ შენი ნიჭით, ძალითა და იმ სიყვარულით აღფრთოვანებას, რომელიც თითოეული შენი ფილმის მიმართ გაქვს, - ლეონარდო დიკაპრიო
ფილმი "Lee" ელენ კურასის შემოქმედებაა. ამბავი ამერიკელი მოდელის, ელისაბედ მილერის შესახებაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფოტოგრაფის სტატუსით წავიდა. ფილმის გადაღებები რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი პრემიერა ტორონტოს ფილმის ფესტივალზე, სექტემბერში შედგა. მასში უინსლეტთან ერთად ისეთი მსახიობები მონაწილეობენ როგორიცაა, მარიონ კოტიარი, ენდი სემბერგი თუ ჯოშ ო'კონორი.