ჯულია გარნერი პოპის დედოფლის როლში

ჯულია გარნერი და მადონა

ჯულია გარნერი პოპის დედოფლის, მადონას როლს შეასრულებს. ბიოგრაფიული ფილმი ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა, თუმცა მას შემდეგ სცენარზე არაერთი ცვლილება განხორციელდა. პროცესში აქტიურად არის ჩართული თავად მადონაც, რომელიც სცენარის შექმნაში მონაწილეობს.

როლის მოსაპოვებლად გარნერმა ქასთინგს განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მოცეკვავე არ არის, მან მოამზადა ქორეოგრაფია და სიმღერაც შეასრულა, უშუალოდ მადონას წინაშე. მსახიობის თქმით, ამ მომენტში საკუთარ თავს მადონას უშიშრობა შეახსენა და იფიქრა – რას გააკეთებდა მადონა? სწორედ ამ განწყობამ მისცა თავდაჯერებულობა და ძალა, რომ როლი მოეგო.

ფილმი მოიცავს მადონას კარიერის საწყის ეტაპებს – მის ჩამოსვლას ნიუ-იორკში და სუპერვარსკვლავობამდე სწრაფ აღმასვლას. გარნერის მონაწილეობით მოლოდინი კიდევ უფრო იზრდება, რადგან პროექტი ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობად მიიჩნევა მუსიკალური ლეგენდის ეკრანზე გაცოცხლებისთვის.

ზევით