NEW COUPLE ALERT: პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი ერთად არიან
ჰოლივუდში ახალი წყვილი გამოჩნდა. პამელა ანდერსონმა და ლიამ ნისონმა სიყვარული ფილმ The Naked Gun-ის გადაღებებზე იპოვეს და მათი ეკრანული ქიმიაც რეალობად იქცა.
სერიალ „უენსდეი“ მეორე სეზონით დაბრუნდა და მისი პირველი სერიების ნახვა უკვე Netflix-ზეა შესაძლებელი. უენსდეი ადამსი ეკრანზე დაბრუნდა, ხოლო მისი როლის შემსრულებელი, ჯენა ორტეგა წითელ ხალიჩაზე და, როგორც ყოველთვის, გოტიკურ ესთეტიკაშია გახვეული. პერსონაჟის შავ-ბნელი ხასიათი კვლავაც რჩება ჯენას ჩაცმულობის მთავარ ინსპირაციად. პრეს-ტურების განმავლობაში, მსახიობი ყოველი გამოჩენით ამტკიცებს, რომ გოტიკური სტილი მხოლოდ ჰელოუინის კოსტიუმი კი არა, არამედ მაღალი მოდის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჯენა ვიხილეთ ლონდონში Ashi Studio-ს დიზაინით, პარიზში Vivienne Westwood-ის ლუქით და ნიუ-იორკში Willy Chavarria-ს შემოქმედებაში გამოწყობილი. მისი თამამი და დახვეწილი არჩევანი ცხადყოფს, რომ გოტიკური ესთეტიკა წარმავალი ტრენდი კი არა, ახალი კლასიკაა.
გოტიკური სტილის დაბრუნება ჯერ კიდევ გასული და წლევანდელი მოდის კვირეულებმა იწინასწარმეტყველეს. დიზაინერები პოდიუმზე დახვეწილად აერთიანებენ გოტიკასა და შუა საუკუნეების ესთეტიკას, რასაც „Château core“-ს ვეძახით.
ზოგიერთი მოდის სახლი გოტიკურ ელემენტებს სხვა მიმართულებებთან აზავებს, სხვები კი, მაგალითად Alexander McQueen, მთლიანად ამ ტრენდს უძღვნიან კოლექციებს. გოტიკა მხოლოდ შავი ფერი არ არის – ეს არის დრამატული და პირქუში ესთეტიკა, რომელიც ეფუძნება სისხლისფერ წითელს, ყვავილოვან მკრთალ ტონებსა და მუქ ნაცრისფერს.
ამ სტილს სილუეტები და ჭრები განსაზღვრავს. მისი განუყოფელი ნაწილია ნიღბები, კორსეტები და ფაფუკი კაბები, კოპლებიანი ქვედაბოლოები და დიდი ზომის პალტოები. ნამდვილი გოთ ლუქი მაკიაჟის გარეშე წარმოუდგენელია: ფერმკრთალი კანი, მუქი ჩრდილები, პირსინგები, ყორნისფერი თმა და მუქი ტუჩები.
ჯენა ორტეგამ და მისმა სტილისტებმა გოტიკურ გლამურზე ექსპერიმენტები ჯერ კიდევ 2022 წელს, „უენსდეის“ პირველი სეზონის პრეს-ტურის დროს დაიწყეს. მაშინ ჯენამ მოირგო Saint Laurent-ის გამჭვირვალე კაბა, Dion Lee-ს მაქმანებიანი მოდელი და Versace-ს 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ლუქი.
ორტეგასთვის მუქი, სექსუალური და დახვეწილი ესთეტიკა თანდათან უფრო ავთენტური გახდა. ის სერიალის პერსონაჟის აურას ყველაზე კარგად გადმოსცემს და თამამი, გამჭოლი მზერით უყურებს მისკენ მიმართულ კამერებს.