ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
სიმონ პორტ ჟაკმუსმა ფრანგული მოდის სახლი ჟაკმუსი 2009 წელს პარიზში დააარსა. ამ დროიდან დიზაინერი ქმნის კოლექციებს, რომლებიც ფრანგული ცხოვრების სტილსა და სილამაზეს იდეალურად გადმოსცემს. მისი სამოსი აერთიანებს კულტურის მრავალ ელემენტს, მათ შორის ფოტოგრაფიას, დეკორატიულ ხელოვნებას, კინოს, მხატვრობას, თუ ქანდაკებას. ამასთანავე, ემოციები, გრძნობები და მოგონებები ჟაკმუსის განუყოფელი ნაწილია, რაც მის ნამუშევრებს კიდევ უფრო მიმზიდველს და უნიკალურს ხდის.
ჟაკმუსის ჩვენებები ყოველთვის ინოვაციური ლოკაციებითა და უნიკალური ატმოსფეროთი გამოირჩევა. წლების განმავლობაში, მოდის სახლის კოლექციები ისეთ ადგილებში ვიხილეთ, როგორებიცაა პარიზის საცურაო აუზი, პიკასოს მუზეუმი, პროვანსის ლავანდის ველი, თუ ვერსალის სასახლე.
უახლესი კოლექციის, "La Croisière”-ის ჩვენებისთვის, პარიზში, ფრანგი არქიტექტორის, ოგიუსტ პერეს 1929 წლის სახლი შეირჩა. კოლექცია მორიგი დემონსტრაციაა იმისა, რომ სიმონ პორტ ჟაკმუსზე უკეთ, ვერავინ ახერხებს ელეგანტურობისა და თანამედროვე მინიმალიზმის სრულყოფილი ნაზავის შექმნას.
კოლექციაში აქცენტი გაკეთებულია სისუფთავეზე, დახვეწილ სილუეტებსა და ტექსტურებზე. ჟაკმუსმა კოლექციაში სუფთა ხაზები, დახვეწილი სილუეტები და კონტრასტული - შავი, თეთრი და წითელი ფერები გამოიყენა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პატარა ჩანთები, რომლებიც წლებია ჟაკმუსის ბრენდის სიმბოლოდ ითვლება. ამჯერადაც, დიზაინერმა თითოეულ "ლუქს" უნიკალური ჩანთა შეუხამა.
როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმელი გეომეტრიულობით გამოირჩეოდა, ხოლო პროპორციები და ქანდაკების მსგავსი სილუეტები არქიტექტურულ იერს სძენდა სამოსს. უახლესი კოლექცია დახვეწილი ფრანგული მოდისა და ძველი ჰოლივუდის ესთეტიკის ზღვარზე გადის.
ჩვენებაზე შექმნილი ატმოსფერო კი ცხადყოფს, რომ ჟაკმუსი ყველა დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. ფრანგული მუსიკისა და მუზეუმიდან გამოთხოვილი ქანდაკებების ფონზე ვიხილეთ ცნობილი მოდელები - ადრიანა ლიმა, დოუცენ კრუსი, ირინა შეიკი და კრისტი ტარლინგტონი. პირველი რიგიდან კი ჩვენებას თვალს პამელა ანდერსონი, ოდრი ტოტუ, ტაილა თუ კარლა ბრუნი ადევნებდნენ.
კოლექციის მზადება მოდის სახლში ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჟაკმუსის შოურუმები ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გაიხსნა. კოლექციის სახელიც - "კრუიზი" ამ მოგზაურობაზე მიუთითებს. ახალ კონტინენტზე ბრენდის გამგზავრებისთვის კი, კრეატიულმა დირექტორმა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ყველა ნამუშევარს შეავლო თვალი და შექმნა ზუსტად ის, 41 ლუქისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც ბრენდის ფილოსოფიას ზედმიწევნით აღწერს.
ჟაკმუსის “La Croisière” კოლექცია შესანიშნავი წინამძღვარი აღმოჩნდა 2025 წლის მაღალი მოდის კვირეულისთვის, რომელიც 27 იანვარს იწყება.