მოგეხსენებათ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია“ 2023-ზე, ლივერპულში, საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს. ირუს საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ Youtube არხზე უკვე გაიმართა და მისი მოსმენა ფართო აუდიტორიისთვის უკვე შესაძლებელია.
რიგით 67-ე კონკურსისთვის შერჩეული სიმღერა, სახელწოდებით Echo გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტის ავტორები კი თავად ირუ ხეჩანოვი და ბენდი ქადაგიძე არიან. მუსიკალური კლიპისთვის კრედიტები ზაზა ორაშვილს ეკუთვნის, ქორეოგრაფიისთვის გიორგი ტორაშვილს, კოსტიუმების დიზაინისთვის კი შაკო პოპიაშვილსა და მარიცა კურტუბაძეს.
წელს, კონკურსში მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს.
ირუ ხეჩანოვმა „ევროვიზიის“ საგზური, მუსიკალურ კონკურს „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს, ჯგუფ „ქენდისთან“ ერთად, ირუმ, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პირველი ადგილი და დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.
2023 წლის „ევროვიზიის“, რიგით 67-ე სიმღერის კონკურსს დიდი ბრიტანეთი, კერძოდ კი ლივერპული 9, 11 და 13 მაისს უმასპინძლებს. ირუ ხეჩანოვი მაყურებლის წინაშე, 11 მაისს, მეორე ნახევარფინალზე წარდგება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, იტალიის ქალაქ ტურინში, „ევროვიზიის“ გამარჯვებულად უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra მოგვევლინა.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.