INGOROKVA ძლიერი, ყოვლისშემძლე ქალების გამოძახილია, ყოველ სეზონზე თამუნა ინგოროყვა, ცდილობს თანამედროვე ქალს აუწყოს ფეხი და მისი სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს, ბუნებრივია, ეს განწყობა, მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის INGOROKVA FW 2021-ის ციფრულ ჩვენებაშიც მძაფრად იგრძნობა.

INGOROKVA-ს ქალი ყოველთვის მკაცრად კლასიკური, თავდაჯერებული, ამაყი და პედანტია, მას არ ეშინია ცხოვრებისეული გამოწვევების და ზუსტად იცის რა სურს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ თამუნა ინგოროყვას თითოეული ქმნილება ჩამოყალიბებულ ხასიათს ატარებს, ის მაინც გვიტოვებს გასაქანს, რომელიც ჩაცმულობაში ჩვენი ინდივიდუალური შტრიხების შეტანის საშუალებას გვაძლევს.

წითელი ფერის ვიზუალური დატვირთვის, ამავე ფერის ტუჩსაცხებისა და არა ერთი კლასიკური ორეულის შემდეგ, კოლექციაში საპატიო ადგილს შავი და კრემისფერი ფერები იკავებენ

2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში დომინანტი ფერი ამჯერადაც წითელია, თამუნა ინგოროყვა წითლის სხვადასხვა ვარიაციებითა და განსხვავებული ქსოვილების თამაშით ამ სეზონამდეც გამოირჩეოდა, როგორც ჩანს დიზაინერი ჩვეულებას არც ამჯერად ღალატობს.